დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კიდევაც დაიზრდებიან", რომლის ხელმძღვანელი ტარიელ დვალი გახლავთ. ანსამბლი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებაშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ხელმძღვანელი არაერთი პროფესიით გახლავთ დაკავებული, ის კაზრეთში მცხოვრებ ბავშვებს ცეკვასთან ერთად ინსტუმენტ დოლზე დაკვრასაც ასწავლის. ბავშვები ძალიან დაინტერესებულნი არიან ქართული, ხალხური ტრადიციებით რის გამოც მოსწავლეთა ძალიან დიდი ნაწილი ინსტრუმენტზეც სწავლობს დაკვრას. მოსწავლეების რაოდენობა საკმაოდ დიდია, როგორც სტუდიაში ასევე ანსამბლში. მათ უკვე ქონდათ ორი კოცნერტი, ახლა კი გასტროლი იგეგმება დ.ბაკურიანში. ერთი წლის განმავლობაში ანსამბლმა არაერთ წარმატებას მიაღწია, აღსანიშნავია ფლეშმობი რომელიც 27 დეკემბერს დ.კაზრეთში ნაძვისხის ანთების დღესასწაულზე პატარა მოცეკვავეებმა მოაწყვეს, რამაც ხალხის ძალიან დიდი გულშემატკივრობა და მოწონება დაიმსახურა.
საუბრობს ტარიელ დვალი, ანსამბლის შესახებ: "მოგესალმებით, მე გახლავართ ტარიელ დვალი ანსამბლ "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მთავარი ქორეოგრაფი და მისი ხელმძღვანელი. ანსამბლი "კიდევაც დაიზრდებიან" ჩამოყალიბდა 2023 წლის 1 ნოემბერს და დღემდე ის წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. დასაწყისში მინდა ავღნიშნო, რომ ცეკვა როგორც პროფესია არ ყოფილა ჩემი პირველი არჩევანი, არამედ ვსწვალობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის შეცნობის მეცნიერებების ფაკულტეტზე, ხოლო ამ სწავლების პროცესში მივიღე შემოთავაზება ჩემი მასწავლებლისგან ბატონი კობა ჟღენტისგან, კაზრეთის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლში რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი ციური პაპუაშვილი გახლავთ მემუშავა დამხმარე პედაგოგად. არ დავმალავ და იმასაც ვიტყვი რომ ყოველივე ეს დიდ გამოწვევად მივიღე მე, მაგრამ ცეკვის დიდი სიყვარულის გამო დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, ხოლო სწავლების პროცესში მივხვდი რომ ქორეოგრაფია არის ის რაშინ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ უანგაროდ. ეს ყველაფერი კი განაპირობა იმან რომ მე მართლაც რომ დიდებულ ოჯახში გახლავართ აღზრდილი, რომელიც ქართულ წესს და ადათს დიდ პატივს სცემს და მეც ბავშვობიდანვე შთამაგონეს ქართულისადმი სიყვარული. დავყავდი ტაძარში, ქართულ ცეკვებზე რომლის ხელმძღვანელიც კობა ჟღენტი არის, ქართულ-ხალხურ სიმღერათა გუნდში ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით და ასევე ქართულ-ხალხური საკრავების წრეზე, რომლის მასწავლებელია აჩიკო მაისაშვილი გახლვთ. სწორედ ეს ყველაფერი გახლავთ ის რაც ქორეოგრაფს სჭირდება წარმატების მისაღწევად ქორეოგრაფია ხომ ორგანულად აერთიანებს ცეკვას, სიმღერას და დრამატურგ ქმედებას და სწორედ ის გამოხატავს ადამიანის სიხარულს შრომის წარმატებით დაგვირგვინებისა. დღეს კი მე ამ ყველაფერს ჩემ ბავშვებს ვასწავლი, და აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენი ყველა რეპეტიცია იწყება ლოცვით და სრულდება ერთმანეთის შენდობით და პატივისცემით. ჩვენს ოჯახში ხუთი წლის ბავშვსაც კი აქვს მიზანი დასახული, და ის მზად არის დროის ნებისმიერ მონაკვეთში მთელი თავისი ენერგია ამოწუროს ცეკვაში."
სალომე მოსეშვილი: "მოგესალმებით, მე ვარ სალომე მოსეშვილი ანსამბლი "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მოსწავლე მე პატარაობიდანვე მიყვარდა ცეკვა, ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. როცა ვუყურებდი ტელევიზორში ჩემზე დიდებს რომ ცეკვავდნენ მეც მინდოდა რომ მათსავით გამოვსულიყავი კონცერტზე და ტარიელ მასწავლებლის დახმარებით ეს სურვილიც ამიხდა."
მარიამ მუკვანი: "გამარჯობა მე ვარ მარიამ მუკვანი, ექვსი წლის. ძალიან მინდოდა ტარიელ მასწავლებელთან ცეკვაზე შემოსვლა და ეს სურვილიც ამიხდა. ტარიელ მასწავლებელი ძალიან მეგობრულია და ცეკვასაც კარგად ასწავლის."
ბარბარე ვარსიმაშვილი: "გამარჯობა მე ვარ ბარბარე ვარსიმაშვილი, ანსამბლი "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მოსწავლე მე ძალიან მომწონს ცეკვა და მიყვარს, რომ გავიგე რომ ტარიელ მასწავლებელს ჰქონდა ანსამბლი გადავწყვიტე რომ აქ შევსულიყავი. მე ძალიან მომწონს აქ, ძალიან მეგობრული გარემოა და მასწავლებელიც ძალიან საყვარელია. მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მასწავლებელი ამდენ შრომას დებს ჩვენს ცეკვებში."
გიორგი მოსეშვილი: "გამარჯობა მე ვარ გიორგი მოსეშვილი, რვა წლის. ძალიან მიყვარს ცეკვა და როცა ვცეკვავ ძალიან მხიარული ვარ. ტარიელ მასწავლებელიც ძალიან მეგობრული და მხიარულია."
ავტორი: ლიზი გიორგაძე
Comments