მახსოვს, kazretipress შექმნის პირველი ნაბიჯები, თუ როგორ გავათენე ორი დღე-ღამე საიტის ასაწყობად და როგორ წერდნენ პარალელურად ჟურნალისტები სტატიებს. მახსოვს, როგორ გვიხაროდა მთელ გუნდს პირველი სტატის დადება და გვერდის გაშვება. არ მავიწყდება ის ემოციები რომელიც მივიღე ჩემს მეგობრებთან ერთად როდესაც დავსახელდი წლის საუკეთესო მოხალისედ. მე, როგორც kazretipress-ის გენერალურ რედაქტორს, ადამიანს რომელმაც თავის გუნდთან ერთად kazretipress-ში ძალიან დიდი დრო, ენერგია და გული ჩადო, 2022 წლის საუკეთესო მოხალისეს და ადამიანს, რომელსაც გული შემტკივა თავისი ქვეყნის მომავალზე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ,,აგენტების’’ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი ანგრევს kazretipress მომავალს, რომელიც თავიდანვე დაფუძნებული იყო იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ kazretpress აქტიურად ჩაერთვებოდა სხვადასხვა საგრანტო პროექტებში, გაცვლით პროგრამებში და გამოვიყენებდით იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ევროპა იძლევა. ეს კანონი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენ ახალგაზრდები ვირჩევთ ევროპას და ევროპულ მომავალს. ამ კანონით საფრთხე ექმნება ევროპიდან დაფინანსებულ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, რის გამოც ვეღარ ვისწავლით უფასოდ ევროპის და სხვა ქვეყნების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში დაფინანსებით, აღარ დაფინანსდება ევროპის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურული ძეგლები, აფერხებს ევროინტეგრაციას, აღარ ჩაიდება ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებაზე და როდესაც ეკონომიკაზე დგება საუბარი ყოველთვის კახა ბენდუქიძის სიტყვები მახსენდება: „აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს. წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში. წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები. წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით. ა რ ა ფ ე რ ი ა რ ა ფ ე რ ი ა რ ა ფ ე რ ი ა რ ა ფ ე რ ი“
და ეს ყოველივე ხომ თქვენი შვილების წარმატებული მომავლისთვის კეთდება, ჩვენი მომავლისთვის.
ჩემი აზრით, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის მომავალზე უნდა გამოთქვას უკმაყოფილება ამ კანონთან დაკავშირებით.
პ.ს. დღეს აქციაზე ჩემი მეგობრები იდგნენ, სამწუხაროდ ზოგიერთი დაშავდა. ახალგაზრდებს გვსურს ლიბერალურ, ევროპულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ.
პ.ს. საერთოდ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ჩემი მეგობრების თავგანწირული ბრძოლა არ მაძლევს უფლებას, რომ უბრალოდ წყნარად შევხვდე ყოველივე ამას.
kazretipress გენერალური რედაქტორი ლუკა ურუმაშვილი.
Comments