top of page

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კაზრეთში

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში. ამ დღეს, აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე.

არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რომ არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშნველოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით.

თავის მხრივ, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.

დღეს ბავშვთა დაცვის დღე, პირველი ივნისი დ.კაზრეთშიც აღინიშნა. დღესასწაულზე იყო უამრავი ბავშვი რომელიც კმაყოფილი დარჩა. მათთვის იყო ძალიან ბევრი აქტივობა და გასართობი, რომლების ორგანიზატორები ჩვენს დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ. ასევე, კულტურის ცენტრის მიერ იყო მოწყობილი გამოფენები, სადაც ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ბავშვებისთვის იყო სანახაობები, სიმღერები, ცეკვები, ქარგულ-ხალხური ცეკვების ანსამბლი, შესრულებული იქნა ოპერის სიმღერები, ასევე ბენდიც იყო ჩამოსული სადაც როგორც ბავშვები ასევე ახალგაზრდებიც ძალიან გაერთნენ. ბავშვებისთვის იყო უამრავი გასართობი და თან წასახემსწბელი ადგილებიც, სადაც შეეძლოთ სხვადასხვა ტკბილეული დაგემოვნებინათ. სახეზე მოხატვაც იყო პატარებისთვის რაც ბავშვებს ძალიან მოეწონათ. დღის განმავლობაში პატარებს ქონდათ იმისი საშუალება, რომ ემხიარულათ და კარგად გაეტარებინათ დრო.



"დღეს,დაბა კაზრეთის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ღონისძიება,რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს. პირადად მე,ძალიან კარგი დრო გავატარე ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა სახის აქტივობები,გასართობი თამაშები ბავშვებისათვის და შემდეგ მუსიკალურად გააფორმეს კონცერტი ყველა ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდა ძალიან კმაყოფილი დარჩა,კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დღეს!"-ამბობს მარიამ სოსელია.

პირველი ივნისი, არის ბავშვთა დაცვის დღე და მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მთელს მსოფლიოში. ეს დღესასწაული აღინიშნება ახალგაზრდების უფლებების და ბავშვების დაცვისთვის.

Comments


bottom of page