სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და kazretipress დაფუძნებელი, ლუკა ურუმაშვილი Erasmus+ პროექტი "Peace is Not For Granted" ფარგლებში გაემგზავრება გერმანიაში, მიუნხენში. პროექტის ფარგლებში მონაწილეები სოციალური მეცნიერებებისა და ევროკავშირის საკითხებს განიხილავენ, რომლის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დამარცხების გზები იქნება .
ხშირად ისმის კითხვა: რა არის სტერეოტიპი? ამის პასუხად კი ისმის მხოლოდ და მხოლოდ „wikipedia“-დან ამონარიდი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შედარებით სხვანაირად ხსნიან ამ სიტყვას, არამარტო სიტყვის მნიშვნელობას იგებენ, არამედ შედეგებსაც იაზრებენ.
ლუკა ურუმაშვილი არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნაზეა ფოკუსირებული, ამიტომაც ის ამ სიტყვას შემდეგნაირად აღწერს:
„სტერეოტიპის ჩვეულებრივი განმარტება ყველამ ვიცით, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ერთი დიდი სურათი იმალება და ეს სურათი აჩვენებს, რომ სტერეოტიპების გამო ადამიანთა უმეტესობა თავს სრულად ვერ გამოხატავს, ზოგი საერთოდ პიროვნულ განვითარებას წყვეტს. მთლიანობაში, ეს ვნებს როგორც პიროვნებას, ისე მთელ ქვეყანას/კოლექტივს.“
ლუკასთვის ეს უკვე მეორე Erasmus+-ს პროექტია, იგი გასული წლის ოქტომებრ-ნოემბერში იმყოფებოდა გონიოში, სადაც მან უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა და თავისი გამოცდილება გაუზიარა.
სტატიის ავტორი: ლიკა კავლელაშვილი.
Comments