19 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი, 6 456 000 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.
წყარო: http://bolnisi.gov.ge/siaxleebi1/1521-bolnisis-municipalitetis-2023-tslis-biujeti-38-140-000-larit-ganisazghvra.html
ავტორი: ლუკა ურუმაშვილი
Комментарии