top of page

ბოლნისის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ბოლნისის მერს

„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში ბოლნისის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ბოლნისის მერს დავით შერაზადიშვილს. ახალგაზრდებმა მოამზადეს რამოდენიმე კითხვა, რაც ეხებოდა მათი საცხოვრებელი ადგილის პრობლემებს, თუ ინტერესებს. შეხვედრა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო, სადაც მოზარდებმა გაიგეს უამრავი ახალი რამ, ეს ცოდნა კი მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ჩვენი დაბისთვის და რა ცვლილებები იქნება ძალიან ახლო მომავალში. შეხვედრის პირველმა ეტაპმა კითხვა პასუხის ფორმით ჩაიარა, თუმცა მეორე ნაწილი მდიდარი იყო პრეზენტაციებით. ერთ-ერთი ჩაატარა გიორგი სუცკოვმა, ის მერიაში ახალგაზრდული განხრით მუშაობს, გვესაუბრა თუ რა აქტივობები ჩატარდა ახალგაზრდებისთვის და რა იგეგმება მომავალში. მეორე პრეზენტაცია ჩაატარა ქალბატონმა ფერიდემ, რომელიც გენდერული საბჭოს მმართველის მოადგილეა. ის გვესაუბრა თუ როგორ შეუძლიათ გოგონებს საკუთარი ნიჭის ჩვენება საზოგადოებისთვის გენდერული საბჭოს დახმარებით.



ლიკა ოქრიაშვილი ამბობს: შეხვედრა საკმაოდსაინტერესო იყო, რადგან ამომწურავი პასუხები იყო. შეხვედრამ იდეალურად ჩაიარა. ჩემი აზრით, ყველა პროექტი განხორციელდება, რადგან სამომავლო გეგმების სიაშია, ამიტომ ვფიქრობ ეს ყველაფერი ნამდვილად გაკეთდება. ბოლოს ჩატარებული პრეზენტაცია კი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან ძირითადად ჩვენი მომავლის შესახებ იყო საუბარი.

ავტორი: ლიზი გიორგაძე

ფოტო: სამოქალაქო თანასწორობიდ პლათფორმა

34 views

Comments


bottom of page