გვანცა ყალაიჩიშვილი საუბრობს ხელოვნების არსზე და მნიშვნელობაზე
დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი,გვანცა ყალაიჩიშვილი გახლავთ.სასწავლო სივრცეში ქალბატონი გვანცა ხშირად აწყობს გამოფენებს და მოკლე-მეტრაჟიან წარმოდგენებს,ხელოვნებასთან და ზოგადად ისტორიათან დაკავშირებით, აღსანიშნავია,ისიც,რომ მის მიერ შექმნილია სკოლაში არსებული თეატრალური დასი ,,არტ-მისტერია“,.
პედაგოგმა და მსახიობებმა უკვე წარუდგინეს მაყურებელს ერთი -ერთი გამორჩეული მხატვრის, ამადეო მოდელიანისადმი მიძღვნილი წარმოდგენა,რომელმაც მაყურებლის მხრიდან აღტაცება და კმაყოფილი განცდები გამოიწვია,ეს მართლაც წარმატებული სპექტაკლი გახლდათ,რომელიც საწყისია დიდი მიზნებისა. პედაგოგი ასევე მუშაობს დაბა კაზრეთის კულტურის სახლში,ჩართულია არაერთ საგამოფენო პროექტებში,ინიციატორია ბევრი საინტერესო აქტივობისა,ასევე არაერთხელ იხილავთ მას ქვემო-ქართლში ჩატარებულ დღესასწაულებზე.სკოლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,კრეატიულობისა და შემეცნებითი საქმიანობის ამაღლებას,რაზეც ქალბატონი გვანცა გულმოდგინედ მუშაობს,უშუალოდ ახალ იდეებზე,სამომავლო გეგმებზე და დასახულ მიზნებზე თავად პედაგოგი გვიამბობს,ჩვენ მასთან ჩავწერეთ საინტერესო, შემეცნებითი სახის ინტერვიუ,რომელსაც გთავაზობთ უცვლელი სახით:
-ქალბატონო გვანცა,როგორც ვიცით თქვენ სკოლაში ასწავლით სახვით ხელოვნებას,მოკლედ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის არსზე და ზოგადად დაინტერესებაზე, მოსწავლეთა ჩართულობასა და შემართებაზე,რესურსებზე რომელსაც სკოლა ახალი მიზნების განსახორციელებლად გთავაზობთ.
-,,მოგესალმებით,დიახ მე ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“მასწავლებელი ვარ,სუბიექტური ვიქნები თუმცა ვფიქრობ ვასწავლი საგანს, რომელიც საგანთა შორის უპირატესია,სულის მკურნალი,სამყაროს გზამკვლევი.რამდენადაც საინტერესო და ამოუწურავია საგანი,იმდენად რთული იყო ჩემთვის საგნის დაცვა,დაცვაში ვგულისხმობ ცნობიერების ამაღლებას ამ საინტერესო საკითხის მიმართ,ხელოვნების გაკვეთილი არაა მხოლოდ ,,ხატვის „ გაკვეთილი,ხშირად მოსწავლის მშობლებისაგან გამიგონია ,,ხატვის გაკვეთილი აქვს მაინც“ ,იყო დრო როდესაც ხელოვნების გაკვეთილზე დამატებით მათემატიკაზე ან ქართულზე ამეცადინებდნენ ბავშვებს,სწორედ ამიტომ დამჭირდა საგნის დაცვა,მისი საჭიროება,მნიშვნელობა,ცნობიერების შეცვლა და პატივისცემა ,,ხელოვნების,არტ_თერაპიის მიმართ..,ამჯერად ეს მიდგომა დაინერგა,გვაქვს მრავალფეროვანი გაკვეთილები,სეზონური გამოფენები,გარდასახვები ეპოქებში,დროში მოგზაურობა..რაშიც სკოლა და რაც მთავარია მოსწავლეები სიამოვნებით არიან ჩართულნი.”
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია,თქვენ მიერ დაარსებულია თეატრალური დასი ,,არტ-მისტერია“,რომელმაც მაყურებელი ნამდვილად მოხიბლა,დებიუტი მართლაც,რომ საოცარი იყო,რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?გაგვიზიარეთ მიზნები,რომელთა განხორციელებასაც გეგმავთ უახლოეს მომავალში.
- ,,რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,, მოგეხსენებათ ,დავდგით სპექტაკლი ,,მოდილიანი“ რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა,ჩემი მიზანი გარდა პიესის წერის სიყვარულისა არის ისევ და ისევ საგნის მიმართ ცნობიერების ამაღლება,სკოლაში მოსწავლეების აღმოჩენა ,არა იმ ნიშნით ვინ სწავლობს,ვინ არის აქტიური, არა,სწორედ იმ ბავშვების რომლებიც სწავლით დიდად არ გამოირჩევიან და თვითშეფასებასთან აქვთ პრობლემა,მათი მიძინებული ნიჭის აღმოჩენა,საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა,გააქტიურება.საოცარი შედეგები მივიღე,საოცარი სახეები აღმოვაჩინე და მე ამაყი ვარ ამით. დედის დღესთან დაკავშირებით იგეგმება რიგით მეორე სპექტაკლი,დეტალების გამჟღავნებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა ბევრი სურპრიზი გელოდებათ წინ.’“
ჩვენი პრესის სახელით,წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ გვანცას,რომელიც სამომავლოდ საკუთარი საგნის გააქტიურებას , განვითარებას ,ხელოვნების მოყვარულთა რაოდენობის ზრდასა და ასევე სხვა სპექტაკლების დადგმას ისახავს გეგმაში , რა თქმა უნდა კლუბ ,, არტ-მისტერია“-თან და მის შესანიშნავი წევრებთან ერთად.
სტატიის ავტორი:მარიამ სოსელია