top of page

დაბა კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა

2023 წლის 15 სექტემბერს, დაბა კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა. სკოლებში 98 პირველკლასელი ჩაირიცხა! წელს დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დაბა კაზრეთის N1 სკოლაში იწყებენ სასწავლო წელს.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პირველ კლასელებისათვის ღონისძიებები გამართეს. ღონისძიებების შემდეგ კი დამრიგებლებმა პირველკლასელები კლასებში შეიყვანეს და ერთმანეთი გაიცნეს.

,,პირველი დღე, სკოლაში საოცარი ემოციებით, მოლოდინებით არის სავსე, როგორც მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის,ასევე მასწავლებლებისთვის. ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარულია, როდესაც გვესმის საკუთარი მოსწავლეების სიყვარულით სავსე შეძახილები, ადამიანური გრძნობები. გუშინდელი დღეც სწორედ ამ ემოციებით იყო დატვირთული. ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ძალიან განვიცდიდით, რადგან ახალ სასწავლო გარემოში მოგვიწია სწავლის განახლება, მაგრამ N1 საჯარო სკოლის კოლექტივმა, იმდენად თბილად მიგვიღო და თავი გვაგრძნობინა როგორც მშობლიურ სკოლაში, ეს ღელვა მალევე მოგვეხსნა. უღმესი მადლობა კოლეგებს! ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, მე ვურჩევდი ჩემ საყვარელ მოსწავლეებს, პირველ რიგში, ნუ შეეშინდებათ სკოლის, გაკვეთილების, დიახ ძნელია ერთი საათის განმავლობაში ჯდომა მონოტონური მეტყველების რეჟიმში, მაგრამ, თუ ცოტა მეტ ყურადღებას მიაქცევენ იმას, რის ახსნას ცდილობს მასწავლებელი, თანდათან ყველაფერი ნათელი გახდება.მთავარი რჩევა ვიყოთ მეგობრულები, კომუნიკაბელურები, რაც დაგვეხმარება პრობლემების უკეთ მოგვარებაში. პატივი ვცეთ როგორც სხვის, ასევე საკუთარ აზრს! ჩემი აზრით, პირველივე დღეს შესაძლებელია, მასწავლებლის ქცევა გახდეს მოსწავლისთვის მოტივაციის წყარო. აუცილებელია ღიმილით, სიხარულით, შევხვდეთ მათ, დავარწმუნოთ ისინი საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში და პოზიტივით დავმუხტოთ ისინი. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც აინტერესებს მოსწავლეს,და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია მისთვის. უხარია მათთან ურთიერთობა და სკოლაში უბრალოდ გაკვეთილის ჩასატარებლად არ მიდის."_ამბობს დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქეთევან მენაბდე.

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დამრიგებელი ნათია ვარძელაშვილის კომენტარი:

,, გრძნობები და მოლოდინები დიდია, ამაღელვებელი ,მშფოთვარე და ემოციური. ღამე უძილო და ფიქრიანი, ახალი გამოგწვევებით დატვირთული, ამავდროულად ხარ ამაყი და თავდაჯერებული, მადლობელი მშობლის რომლის რჩეულიც გახდი.პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია ,როგორც მოსწავლესათვის ასევე მშობლისთვის.გაფართოებული თვალებით უყურებს ახალ გარემოს,ახალ მეგობრებს ,უამრავ ახალ უცნაურ ნივთს და ცდილობს გაერკვეს თვითოეულის დანიშნულებაში. ამიტომ ვცდილობ მოვემზადო გულისყურით,განზხვავებულად,სახალისოდ , ბურთავ ოთახს, ვახვედრებ სურპრიზს, ბავშებს სურპრიზები ხომ ყველაზე მეტად უყვათ, მოკლედ ათებებ ღაამეებს რომ დახვედრა ჰქონდეთ განსაკუთრებული.ჩემს მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სიახლეებს, იყვნენ მუდმივად ახლის ძიებაში და იყვნენ ტოლერანტულები."










პირველკლასელებს კომპანია RMG-ის წარმომადგენლებმა, სკოლის პირველი დღე საჩუქრებით მიულოცეს.

" გვჯერა, რომ სკოლის დაწყება ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ამ დღეს მათი წახალისება დიდწილად განსაზღვრავს მათ შემდგომ ინტერესებს და მოტივაციას განათლების და განვითარების გრძელ გზაზე.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია რამდენიმე სხვადასხვა სტუდენტურ ინიციატივასა და სასკოლო პროექტს ახორციელებს"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








ავტორი: ნანი გოჩაძე




76 views

Comments


bottom of page