დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მშრომელი პედაგოგის,ქალბატონი,ნინო მელიქიშვილის ინიციატივით,სასწავლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ფრანგული ენის შემსწავლელი წრე.ქალბატონი ნინო სკოლაში ერთადერთი ფრანგულის მასწავლებელია,რომლის თავდაპირველი ნაბიჯი ამ კუთხით,მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლება გახლდათ,თუმცა, მოგვიანებით ასაკობრივ კატეგორიას დაემატა მაღალ კლსელთა ჯგუფიც,რომლებიც დღეს სასიამოვნო გარემოში შეისწავლიან ფრანგულს, აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ყოველივეს,ქალბატონი ნინო სრულიად უსასყიდლოდ ართმევს თავს და ერთგვარი მოტივაციის საშულებით,მოსწავლეებს ეხმარება განათლების დონის ამაღლებაში და პიროვნულ ზრდაში.გუნდმა მუშაობა ზაფხულში დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს დაწყებულ საქმეს და დასახულ მიზანს.საიდან გაჩნდა იდეა,როგორ დაიწყო ამ ყველაფრის განხორციელება,რა ნიშნით მოხდა ბავშვების შერჩევა და რამდენად ნაყოფიერია თითოეული გაკვეთილი,ამ და სხვა საინტერესო დეტალებს,თავად ქალბატონი ნინო გაგვაცნობს :
,,მივესალმები kazretipres.com -ის აქტიურ მკითხველებს,მადლობა დაინტერესებისთვის.მოგეხსენებათ,მე ვარ ერთადერთი ფრანგულის მასწავლებელი ჩვენს სკოლაში, თავდაპირველად დავიწყე ფრანგულის სწავლება დაბალ კლასებში, მოგვიანებით კი,მივხვდი,რომ ბევრ უფროსკლასელს გაუჩნდა სურვილი და ინტერესი,რომ მათაც ესწავლათ უცხო ,ახალი ენა.ვამჩნევდი და ვხვდებოდი თუ რამდენად მოტივირებული იყო თითოეული მათგანი.ამიტომ გადავწყვიტე მიმეცა შანსი .უშუალოდ გაკვეთილის პროცესი მიმდინარეობს სკოლის შენობაში,მე ვფირობდი ამ დრომდე,რომ ბავშვებს არ მოუნდებათ საქმის პასუხისმგებლობით და შემართებით შესრულება,რადგან აქ არ ვწერთ ნიშნებს,არ ვწერთ შემაჯამებლებს,თუმცა მალევე მივხვდი რომ ყველას ქონდა სწავლის და განვითარების სურვილი, თითოეული მათგანი კი არის ჩემი მოტივაცია,ჩემი დიდი იმედი,რომელიც არ მაძლევს დანებების საშულებას და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები.,,რამდენი ენაც იცი,იმდენი ადამიანი ხარ”-აქედან გამომდინარე ბავშვებს გამოადგებათ ფრანგულის სწავლა,რაც შემდგომ ევროპაში ხელს შეუწყობს მათ,მიიღონ უმაღლესი განათლება.სასწავლო პროცესი ძალიან ნაყოფიერია,რასაც რა თქმა უნდა ჩემი მოსწავლეები უწყობენ ხელს,მე კი ვცდილობ და მომავალშიც ვეცდები,რომ ხელი შევუწყო ამ ბავშვებს თვითგანვითარებაში”.
ფრანგულის წრის ერთ-ერთი წევრი,მარიამ გვარაძე საუკთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ახდენილი სურვილის ასრულების შესახებ ამბობს:
,,ფრანგული ენის შესწავლა ჩემი ერთ-ერთი მიზანი და სურვილი იყო მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს დაბაში არ იყო რესურსი და საშუალება იმისა ,რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია და როდესაც ფრანგულის წრეზე შევიტყვე,არც დავფიქრებულვარ ისე გავწევრიანდი ჯგუფში და ვთვლი რომ ამ გუნდის არსებობა უკვე ძალიან დიდი პლიუსია დაბის ახალგაზრდებისთვის, რისთვისაც მადლიერებას იმსახურებს ჩვენი პედაგოგი ნინო მელიქიშვილი რომელმაც ენერგია და რესურსი არ დაზოგა, რომ თემის ახალგაზრდებისთვის რაიმე ახალი და ინოვაციური შემოეთავაზებინა. ვფიქრობ, გუნდში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, სწორედ რომ წესრიგი და სწორად გადანაწილებული დროა, რასაც პედაგოგი ძალიან კარგად ართმევს თავს, გაკვეთილის მსვლელობისას ყველა მოსწავლეს თანაბრად ეთმობა დრო და აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ ჯგუფში არ არის ბევრი მოსწავლე ,სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესი მეტად ხარისხიანი და პროდუქტიულია.”
ლიკა კავლელაშვილი გვიზიარებს შთაბეჭდილებებს:
,,ჩემთვის,ძალიან ნაყოფიერია ფრანგული ენის შესწავლა, ვფიქრობ ძალიან კარგად ვმუშაობთ და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მშრომელ და მოტივატორ პედაგოგს,ნინო მელიქიშვილს”.
ქალბატონი ნინოს მიერ ჩამოყალიბებულ წრეს,ბევრი მსურველი და დაინტერესებული პირი ჰყავს, მადლიერებას მისი უანგარო და განსაკუთრებით კარგი საქმის გაკეთებისთვის ძალიან ბევრი ბავშვი გამოხატავს.
სამომავლოდ კი მოსწავლეები სკოლის შენობაში,მასწავლებეთან ერთად, არსებული ორ ცვლიანი სისტემიდან გამომდინარე,სწავლას დილის რვა საათზე დაიწყებენ,მათ ელით ბევრი საინტერესო და სასარგებლო სიახლეები .
ავტორი: მარიამ სოსელია
Comentarios