უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
თავდაპირველად, 2006 წელს, ლიანა ჯაფარიძემ შეძლო აღნიშნული პროგრამით ამერიკულ სკოლაში სწავლა. წელს კვლავ აქტიურად ჩაერთნენ კაზრეთის N1საჯარო სკოლის მოსწავლეები. 2023 წელს კი სკოლაში 6 ნახევარფინალის გვყავს: ანანო ავქოფაშვლი, ლუკა გავშელი, ლიკა გუჯეჯიანი, მარიამ გვარაძე, ნინი მოსეშვილი, გიორგი გიორგაძე.
ნინი მოსეშვილი, ერთ-ერთი ნახევარფინალისტი რომელმაც უკვე მეორედ სცადა პროგრამაში მონაწილეობის მიღება საუბრობს გამოცდილების შესახებ:
,, ფლექს პროგრამის ნახევრფინალისტობამდე მონაწილეები ორ ეტაპს გავდივართ, რომელიც სამ ესეს, საკუთარ ინფორმაციას და ინგლისური ენის ტესტს მოიცავს. ეს ყველაფერი არც ისე ადვილია, რადგან ყველა დეტალს სჭირდება დაკვირვება. მეორე ეტაპის შემდეგ, საშუალოდ 2-3 თვის განმავლობაში ხდება ცნობილი ნახევარფინალისტების ვინაობა(დამოკიდებულია რეგიონზე). ჩემთვის ეს მეორე ცდაა. პირველად წინა წელს ვცადე, თუმცა ნახევარფინალში ვერ გადავედი. წელს, მეორე ცდის შემდეგ, გავხდი ნახევარფინალისტი და ალბათ უფრო მეტმა მიღებულმა გამოცდილებამაც ითამაშა როლი ამ ყველაფერში.
ზოგადად, ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 9-10-11 კლასის მოსწავლეებს. მიზეზი, რატომაც მეცხრე კლასში არ გავბედე აპლიკაციის შევსება, ჩემი შინაგანი შიში იყო. მარცხის შიშის გამო იმ დროისთვის შესაძლებლობა დავკარგე და არ ვცადე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან არაფერი მიდიოდა, პირიქით, გამოცდილებას მივიღებდი. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, უკვე გვიანი იყო და ძალიან ვინანე, თუმცა მთავარია, რომ შემდეგ წლებში ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ საკუთარ შინაგან შიშს გამარჯვების უფლება არ მისცენ. მარცხის შიში, ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს მათ, რომლებსაც სამწუხაროდ გვიან იაზრებენ. გაბედონ და ცადონ ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც მიეცემათ, რადგან აქ მნიშვნელოვანი შინაგანი შიშის დაძლევა და გამოცდილების მიღებაა. გამარჯვებაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა არც მარცხია ცუდი რამ.
ჩემთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკაში წასვლის შემთხვევაში ბევრ სხვადასხვა უნარს გამოვიმუშავებდი და უდიდეს გამოცდილებას მივიღებდი სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, თუ ვერ გავიმარჯვე არც ესაა ტრაგედია, რადგან XXI საუკუნეში მსგავსი შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარი ისაა, რომ არასდროს დანებდე და ყოველთვის ეძიო რაიმე ახალი…"
ასევე გვიზიარებს პროექტის შესახებ ემოციებს, მარიამ გვარაძეც:
,, პროგრამა სულ სამ ეტაპს მოიცავდა პირველი სააპლიკაციო ფორმა იყო სადაც სამი ესე და პირადი ინფორმაცია უნდა წარგედგინა 10 დღის ვადაში, გაგზავნის შემდეგ მქონდა 2 დღე რომ გამეხსნა მეორე ტური, სადაც 15 წუთში ტექსტის გააზრება და კითხვებზე პასუხი იყო გასაცემი. და ბოლოს ნახევარფინალი რის ფარგლებშიც რუსთავში ესეები დავწერეთ მოცემული იყო სამი კითხვა რომელზეც გულრწფელი და სრული პასუხი უნდა გაგვეცა. შემდეგ ჯგუფური სამუშაო და გასაუბრება. არიყო ჩემთვის პირველი ცდა, გასულ წელს გავაგზავნე აპლიკაცია გამოცდილების მიღების მხრივ, რადგან წელს უფრო სერიოზულობითა და მეტი გამოცდილებით მიმეღო მონაწოლეობა რამაც შედეგი გამოიღო. ვისაც ნაბიჯის გადადგმა უჭირს ვეტყოდი იმას, რომ თქვენი დამარცხება სხვისი გამარჯვებაა და თქვენი გამარჯვება სხვისი მარცხი. ჩვენი გამარჯვება კი დამოკიდებულია სწორედ რომ გამბედაობასა და გამოცდილებაზე ამიტომ ყველაფრის მიუხედავად წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი უკვე დიდი გამარჯვებაა. გამარჯვება როგორც ყველასთვის ასევე ჩემთვისაც სასიხარულო და მეტად საპასუხისმგებლოა, წინასწარ არვიცით რა მოხდება ამიტომ მე ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემთვის უკვე დიდი მიღწევაა საკუთარი შრომით ამ ეტაპამდე მისვლა.''
ავტორი: ნანი გოჩაძე
Comments