top of page

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის შემდეგ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია,რომელიც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.


,,რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"-საქართველოს პირველი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდია.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.


ამ დღის აღსანიშნავად და განსაკუთრებულობის გამოსახატად,დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა,სამოქალაქო განათლების პედაგოგ,მარიამ ბერიასთან ერთად,სკოლის სააქტო დარბაზში, მოაწყო 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილე პირებმა,რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზითა და სიტყვით წარმოაჩინეს ამ თარიღის მნიშვნელობა,ქართველი ხალხის ღვაწლი და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას წარმოთქმული სიტყვები,წაიკითხეს ლექსები და მაყურებელს შესთავაზეს

სიმღერაც ,რომელიც აფხაზეთს ეძღვნებოდა.


,,ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მარიამ ბერია ყოველთვის ცდილობს სკოლაში ჩაატაროს ღინისძიებები მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, რათა ახალგაზრდა თაობამ და ზოგადად თემში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს,თუ რატომ აღინიშნება ესა თუ ის დღე ასეთი გრანდიოზულობით და რატომ არის თითოეული მათგანი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი.


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გადავწყვიტეთ განსაკუთრებული პოეტების შემოქმედების და ინფორმაციული ტექსტების სინთეზით ჩაგვეტარებინა ღონისძიება, რამაც შესანიშნავად ჩაიარა."-ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე,ანანო ავქოფაშვილი.


აღსანიშნავია ,ქართველი ხალხის ბრძოლა საუკუნეების მანძილზე,იმ ყველაფრის შესანარჩუნებლად,რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღესდღეობით გააჩნია,ეს გახლავთ ენა,კულტურა,სარწმუნოება და ყველაფერი ის,რაც ქვეყანას დამოუკიდებელს ხდის.


26 მაისს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ქართველისთვის,ამ ყოველივეს კი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეეები არასდროს არ ივიწყებენ და მუდმივად ცდილობენ,რომ მნიშვნელოვანი თარიღები,სკოლის სააქტო დარბაზში კიდევ ერთხელ გაახსენონ თანაკლასელებს და ასიამოვნონ ისინი.



,,სამოქალაქო განათლების კლუბის,,საფიხვნოს” ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ეროვნული დღესასწაულების მნიშვნელობა და გაითავისონ რამდენად რთულია მოიპოვო თავისუფლება.”-ამბობ სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ღონისძიების ორგანიზატორი,მარიამ ბერია.

ავტორი:მარიამ სოსელია

25 views

Comments


bottom of page