23 სექტემბერს, დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრი გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, სტუდენტები, ახალგაზრდული და გენდერული ასოციაციების ხელმძღვანელები, რომელთაგან ერთი ქართველი იყო, დანარჩენები კი უცხოელები. დაიდგა ორი სცენარი, რომელიც ეხებოდა როგორც ახალგაზრდულ, ასევე გენდერულ საკითხებს. თეატრში აშკარად გამოიკვეთა ის დაბრკოლებები, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან, რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია.
ფორუმში კაზრეთელი ბავშვები მონაწილეობდნენ, მოგვიანებით კი სცენაზე უცხოელი სტუმრებიც ავიდნენ. ყოველი სცენარის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. მათ მოიტანეს ცხოვრებისეული არგუმენტები, რომლებიც მათ საყვარელ ადამიანებს გადახდათ თავს. სტრამერებმა ასევე ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის კულტურაზე და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც მათ ქვეყანაში არსებობს გენდერული თუ ახალგაზრდული თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაეცნო ახალი საკითხები და გამოეთქვა აზრი კონკრეტულ ასპექტზე.
"ორივე სცენარი ძალიან საინტერესო იყო, მართლაც რომ ვისიამოვნე. ფორუმი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან არასდროს ვყოფილვარ მსგავს თეათრზე. ასე რომ ვფიქრობ ეს იყო ძალიან თავისუფალი გზა რომ გაგვეცნო განსხვავებული სახის კომუნიკაცია, ესეიგი ჩვენ გვქონდა საშუალება დაგვენახა მდგომარება განსხვავებული პერსპექტივებით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო."საუბრობს ჰიმანა, სტუდენტი ადამიანების უფლებების ფაკულტეტზე.
"მე ძალიან მომეწონა. ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ფორუმის შესახებ, თუმცა ამ შესრულების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემს ქალაქში ვიპოვი და შევუერთდები ფორუმის ჯგუფს, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ასევე სცენაზეც ავედი, რაც ძალიან სახალისო იყო. ჩემთვის პირველი იყო, რადგან აქამდე მსგავს თეატრში სცენაზე არასდროს ავსულვარ. ძალიან საინტერესო იყო მენახა თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ სცენა, ამიტომ ძალიან საინტერესო იყო."-საუბრობს სოფია შეხვედრის შესახებ. "მე ვთანამშრომლობ ლუიზა ლეიტურკოსთან. მე ვმუშაობ სამოქალაქო თავდაცვის სასწავლო ცენტრში, ასე რომ, ჩვენ გვაინტერესებს კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი გზები, მაგალითად, გვაქვს პროგრამა იტალიაში, რომელიც შეიცავს ადამიანებს 13-დან 26 წლამდე, მაგალითად, როდესაც მათ აქვთ კონფლიქტი ოჯახთან. ან ახლობელ ადამიანებთან, მათ არ უწევთ პოლიციაში დარეკვა, შეუძლიათ დაგვირეკონ და ჩვენ ვეცდებით მოვაგვაროთ. ასევე ზოგუერთი ჩვენგანი მუშაობს დოკუმენტებთანაც.
ფორუმში კაზრეთელი ბავშვები მონაწილეობდნენ, მოგვიანებით კი სცენაზე უცხოელი სტუმრებიც ავიდნენ. ყოველი სცენარის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. მათ მოიტანეს ცხოვრებისეული არგუმენტები, რომლებიც მათ საყვარელ ადამიანებს გადახდათ თავს. სტრამერებმა ასევე ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის კულტურაზე და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც მათ ქვეყანაში არსებობს გენდერული თუ ახალგაზრდული თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაეცნო ახალი საკითხები და გამოეთქვა აზრი კონკრეტულ ასპექტზე.იან ბევრჯერ გვითამაშია, აუდიტორია კი ყოველთვის კარგი და საინტერესო გვყავს. რაღაც პერიოდების განმავლობაში მეც ერთ-ერთი აუდიტორიის ნაწილი ვიყავი ახლა უკვე როგორც ორგანიზატორი და მონაწილე ისე ჩამოვდივარ ხოლმე და ძალიან მიხარია განსაკუთრებით აქ თამაში, რადგან ჩემთვის ეს ადგილი ჩემთვის ნოსტალგიური არის. ჩვენი მიზანი იყო რომ უცხოელი სტუმრებისთვის რომლებიც ადამიანის უფლებებს სწავლობენ გვეჩვენებინა პრობლემები ნაადრევი ქორწინების და კულტურული განსხვავების შესახებ. ფირუმ თეატრის სახით ადამიანის უფლებების ჭრილში სტუმრებთან ერთად ძალიან კარგი დისკუსია მოვაწყოთ. ასევე ძალიან მომწონს "kazretipress"-ი, რადგან ახალგაზრდები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდით."- მურო ექიზაშვიკი ფორუმ თეატრის ერთ-ერთი ორგანიზატორი საუბრობს. "ვმუშაობ ადამიანის უფლებათა ცენტრში, ადმინისტრაციის სექტორში. ბევრი თანამშრომლობა გვქონდა, განსხვავებულ და საერთაშორისო ასოციაციებთან. HRC (ადამიანის უფლებათა ცენტრი) ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას და ხელშეწყობას. კანონის უზენაესობა და მშვიდობა. ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს ადამიანებისა და თავისუფლების უფლებების აღიარება. სპექტაკლი ასევე ეხებოდა ადამიანის უფლებებს და მე ძალიან ვისიამოვნე. მე და სხვებმა შევძელით სხვა ქვეყნის პრობლემების დანახვა, რაც საინტერესო იყო."- საუბრობს ლუიზა ლეიტურკო.
ავტორი: ლიზა გიორგაძე
ფოტოები: ანა სიმონიშვილი
Comments