top of page

დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი "ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში"

Updated: Mar 1, 2023


დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი "ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში". პრეზენტაცია შეადგინა და ჩაატარა ლუკა ურუმაშვილმა. ტრენინგს დაესწრო VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები. ტრენინგის პირველი ეტაპი იყო პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ლიდერთა თვისებები, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი და რა უნდა გააკეთოს მან. შემდეგ კვირაში კიდევ ერთხელ ჩატარდება შეხვედრა, სადაც მოსწავლეები სხვა და სხვა აქტივობებს შეასრულებენ, რაც დაეხმარებათ გუნდურობის და ლიდერობის უნარის გაძლიერებაში.

ავტორი: ლიზი გიორგაძე

ფოტო: თემო ლეკიშვილი

Comentarios


bottom of page