top of page

დ. კზარეთი N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამ ნაკადად ანაკლიის ბანაკში იყვნენ წასულები

დ. კზარეთი N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამ ნაკადად ანაკლიის ბანაკში იყვნენ წასულები, სადაც დაუვიწყარი კვირა გაატარეს. ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” 2014 წელს ამოქმედდა. პროგრმას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


“მომავლის ბანაკის” ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონიდან."

ბანაკის მონაწილეები შერჩეულნი იქნენ სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმისა და კაზრეთის ახალგაზრდული სათემოს მიერ. ბანაკში უამრავი საინტერესო და განსხვავებული აქტივობები იყო მომზადებული. (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები. ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სხვადასხვა საინტერესო თემებზე.) მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე ლიდერები უზრუნველყოფენ. მონაწილეთა თითოეულ ჯგუფზე პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი, რომლებიც ტრენინგის საფუძველზე შეირჩნენ.

პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდებს ქონდათ იმისი საშუალება რომ გაეგოთ უფრო მეტი სხვადასხვა საკითხების შესახებ.

",,ანაკლიის მომავლის ბანაკში" აგვარჩიეს რამოდენიმე მონაწილე, მათ შორის მეც. 1 კვირის განმავლობაში დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ეს ჩემთვის პირველი ბანაკი იყო და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. იყო სხვადასხვა აქტივობები და კონფერენციები დაგეგმილი. ყოველ დღე გვქონდა გუნდის დრო როდესაც ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით იმ ყველაფერზე რაც მთელი დღის განმავლობაში უნდა გაგვეკეთებინა. გვქონდა დატვირთული დღეები. მათ შორის ჩემი აზრით ყველაზე დატვირთული და საპასუხიმგებლო დღე იყო როდესაც ყველა გუნდს ,,საქართველოს 12 კუთხიდან" ამოუვიდოდათ კუთხე და უნდა დაედგათ რამდენიმე წუთიანი მონახაზი. ეს თითოეული გუნდისთვის საპასუხისმგებლო დავალება იყო. მითუმეტეს იმ გუნდისთვის რომლებსაც საქართქველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ჰქონდათ დასადგამი მონახაზი. ვფიქრობ ბანაკმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს კვირა ჩემთვის ნამდვილად დაუვიწყარი იყო. ყველაფერი ძალიან კარგი და საინტერესო იყო, ამ ყველაფრისთვის კი ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს ბანაკის სრულყოფილებაში." - საუბრობს ია მოსეშვილი ბანაკის შესახებ.

ავტორი: ლიზი გიორგაძე

50 views

Comments


bottom of page