top of page

ეკოკლუბ ,,ბუ(ნება) შენიამ!'' საინტერესო შეხვედრა ჩაატარა.

Updated: Dec 20, 2022

13 დეკემბერს, კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ბუ(ნება) შენიამ!” ითანამშრომლა ბოლნისის ახალგაზრდული იდეა/Bolnisi Youth Ideaსთან და ჩაატარა შეხვედრა საინტერესო თემებზე.

მონაწილეებს გააცანეს ბოლნისის ახალგაზრდული იდეის საქმიანობა და საგრანტო კონკურსი.

გარდა ამ თემებისა, მათ ისაუბრეს ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიისა” და ,,ჰელფინგ ჰენდის” შესახებ მონაწილეებს ჩაუტარდათ მინი-ტრენინგი, პროექტის დაწერასთან დაკავშირებით ამ ყველაფერთან ერთად, მათ ასევე ისაუბრეს:

· ეფექტურ კომუნიკაციაზე;

· ლიდერობაზე;

· გუნდურობაზე;

· პოლიტიკურ იდეოლოგიებზე;

· მოხალისეობაზე;

შეხვედრის მსვლელობისას, ითამაშეს რამდენიმე სახალისო თამაში და გააკეთეს ენერჯაიზერებიც.



პრეზენტაციისა და დისკუსიის ბოლოს ჩაატარეს ,,სოციალური კაფე” რომლის მიზანი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოვება და კონკრეტულ საკითხებზე დისკუსიაა

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური სერტიფიკატები.

ავტორი: ნინი მოსეშვილი


14 views

Commenti


bottom of page