top of page

ერთი სკოლიდან 5 მასწავლებელი მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის იბრძოლებს

Updated: Jul 11



ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლიდან მასწავლებელთა ეროვნულ პრემიაზე 5 მასწავლებელია წარდგენილი. შერჩეულ მასწავლებელთა ვინაობის შესახებ 29 ივნისს ტანძიაში გამართულ საზეიმო დაჯილდოვებაზე - "საბაობა 2024"-ზე გახდა ცნობილი.


ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლიდან ლილი დევნოზაშვილი,

ქეთევან გაბლიშვილი, ხატია რაზმაძე, ირინა მიქავა და ნინო დევნოზაშვილი იბრძოლებენ.


ნინო დევნოზაშვილი - წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო დევნოზაშვილის თქმით, სკოლის ყველა მასწავლებელი საუკეთესოა და თითოეული მათგანი იმსახურებს ქვეყნის საუკეთესო მასწავლების სტატუსს.


"მე მარტო ვერაფერს შევძლებ,სწორედ ჩემი პედაგოგების დამსახურებაა ჩემი სკოლის,მოსწავლეების წარმატება და ამაყად წარვადგენ ყველა პრემიასა თუ ჯილდოზე" - ამბობს ნინო დევნოზაშვილი კაზრეთიპრესთან. - "ძალიან დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს, ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ თანამედროვე, 21-ე საუკუნის განათლება."


ნინო, ამავდროულად, ერთ-ერთია მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილთაგან. იგი მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად აირჩიეს მასწავლებელთა ეროვნული პრემიის კანდიდატად წარსადგენად.

ნინო, ამავდროულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი და, სკოლასა თუ სკოლის გარეთ, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტის ინიციატორი და მონაწილეა.



ქეთევან გაბლიშვილი წამყვანი მასწავლებელია. იგი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში ისტორიასა და ჩვენ საქართველოს 2015 წლიდან ასწავლის. იმის მიუხედავად, რომ 7 შვილის დედაა, ყველაფერს აკეთებს, რომ სკოლის 150 მოსწავლისათვის სამაგალითო და ღირსეული მასწავლებელი იყოს.


"ერთბაშად მაქვს, სიხარულის, ბედნიერების და უხერხულობის განცდა, რადგან ბევრი ღირსეული პედაგოგი გვაყვს და ვფიქრობ, რომ იმსახურებენ როგორც კანდიდატად, ისე გამარჯვებულად გამოცხადებასაც, თუმცა აღმოვჩნდი ამ რეალობის წინაშე და მადლიერების გრძნობით ვარ აღსავსე, მადლობა ყველას, ვინც მენდობა." - გვეუბნება ქეთევან გაბლიაშვილი. ქეთევანის თქმით, მსგავსი აღიარება ხელს უწყობს მასწავლებელში თვითრწმენის გაზრდასა და თავად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას - "ამაღელვებელია, როდესაც შენი შრომისა და საქმიანობის შესახებ აცხადებენ, გაღიარებენ, მხურვალე ტაშს გიკრავენდა გაჯილდოვებენ და გაჯილდოვებს ეპისკოპოსი, მერი , რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, სიხარულს იზიარებს მშობელი, მოსწავლე, თანამშრომელი.მადლობა წარმდგენებს, რომ ყურადღება გაამახვილეს იმ ღირებულებებზე ჩემში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის არა მარტო სასკოლო, არამედ ზოგადად ურთიერთობებში.ჩემთვის ეს სიმბოლური ჯილდო არის გაასმაგებული პასუხიმგებლობა და მოტივაცია.ყველა ჩემს მცირე თუ დიდ წარმატებას ვუძღვნი პირველ რიგში , ჩემს ოჯახს, რადგან მათი მხარდაჭერისა და გაძლიერების გარეშე არაფერი გამომივიდოდა,ვუძღვნი ჩემს მოსწავლეებს, განვითარება მათით მიხარია და ვუძღვნი ყველა ჩემს კეთილისმსურველს.ვულოცავ ყველა კანდიდატს და ვუსურვებ წარატებას"



ხატია რაზმაძე ერთ-ერთია იმ მასწავლებელთა შორის, რომელიც სკოლამ მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატად წარადგინა. ხატია ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელია. ამავდროულად, მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი, სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ფუნქციებსაც ითავსებს.

აქტიურად აინიცირებს გარემოსდაცვით აქტივობებს, მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობს გარემოსდაცვისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიებში.


ხატია რაზმაძე - "პირველ რიგში ვარ ძალიან მადლიერი და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირე წვლილი მიუძღვის ამ ამბავში.ნამდვილად ძალიან ემოციური და ლამაზი დღე გვაჩუქეს რუსრსცენტრის და ბოლნისის მერიის ორგანიზებით. ეს არის უდიდესი აღიარება იდგე შენი მუნიციპალიტეტის საუკეთესო მასწავლებლებს შორის. მადლობა ჩემს სკოლას, სასკოლო საზოგადოებას. ყველაფერს ჩემი მოსწავლეებისთვის ვაკეთებ, ისინი მაძლევენ ძალას, მოტივაციას, რომ არ გავჩერდე და ერთად ვაკეთოთ საინტერესო საქმეები.ჩემი სკოლა ყოველთვის მხარს მიჭერს ყველა ინიციატივასა და იდეაში, რაც საბოლოო ჯამში იძლევა კარგ შედეგს მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის, თემისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ეროვნულ პრემიაზე წარგენილი მასწავლებელი და განვიხილებოდე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო პედაგოგებს შორის. ეს არის განცდა , როცა ხვდები იმას, რასაც აკეთებ, შრომობ, ასწავლი არის ღირებული და ეს არის უდიდესი ბედნიერება."




ლილი დევნოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია. ისიც მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია.


"მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატად წარდგენა ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ჯილდოა, რაც კი პროფესიული კუთხით განმიცდია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღე შექმნა, მადლობა ჩემს კლეგებს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ მაძლევენ სტიმულს ვაკეთო ჩემი საქმე ღირსეულად. მადლობა სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო დევნოზაშვილა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მოსწავლეებს და მშობლებს, რომ არა ისინი მე ვერ შევძლებდი ამას. საოცარი ემოცია მაქვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ვდგავარ იქ, სადაც დგანან ჩემი გამზრდელი უძვირფასესი პედაგოგები. ეს ჩემთვის დიდი პატივია. უამრავი ღირსეული პედაგოგია ჩემს ირგვლივ, საოცარნი თავისი როფესიონალიზმით და ადამიანობით. ამ ეტაპზე მათთან დგომა ჩემთვის უხერხულობის განცდაა- ესაა გულწრფელი ემოცია, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სკოლას, რესურცენტრს, მერია ამ დღისთვის და დაფასებისთვის"



ფოტო ირინა მიქავას facebook გვერდი
ირინა მიქავა

ირინა მიქავა სამოქალაქოს მასწავლებელია. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ბოლნისში არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტივობის მონაწილე და ორგანიზატორია. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი — Peak Of Changes და ბოლნისის ახალგაზრდული სივრცე / Bolnisi Youth Space. ირინა, ამავდროულად ქვემო ქართლის რეგიონში თანასწორობის ელჩიცაა,აქტიურად ადვოკატირებას უწევს ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის თანასწორობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ტოლერანტობის პრინციპებს.


"მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა წარმოუდგენელი პატივი და ნდობაა სასკოლო საზოგადოების მხრიდან.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი მცდელობები განათლებაში, ჩემი მოსწავლეების შთაგონებასა და მხარდასაჭერაში არის აღიარებული და დაფასებული. ეს ნომინაცია ადასტურებს ჩემს ერთგულებას მასწავლებლობისადმი და მაძლევს სტიმულს, გავაგრძელო სწრაფვა ჩემს პროფესიაში უწყვეტი განვითარებისკენ. ეს ასევე ხაზს უსვამს პოზიტიური სწავლების გამოცდილების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ამ გზით აღიარება აძლიერებს შემოქმედებითობის, თავდადების მნიშვნელობას და გრძელვადიან გავლენას, რომელსაც მასწავლებელმა შეიძლება მოახდინოს მისი მოსწავლეების ცხოვრებაზე"


მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი ორი მასწავლებელი, ხატია რაზმაძე და ნინო დევნოზაშვილი, ამავდროულად, ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციის - ნეკერის თანადამფუძნებლები არიან. ორგანიზაციის მისია მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ნეკერი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორთან, აორგანიზებს სახალხო დაფინანსებებს და სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებს სათამაშოებით, წიგნებითა თუ სხვა საგანმანათლებლო რესურსებით ამარაგებს.

ორგანიზაცია აქტიურად იბრძვის რეგიონში განათლების ხარისხის გაზრდისა და საბავშვო ბაღისა თუ სკოლის მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უფლების დასაცავად.


მასწავლებლის ეროვნული პრემიის ტიტულისათვის განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყო, ხოლო გამარჯვებული 27 ოქტომბერს - მასწავლებლის ეროვნულ დღეს გამოვლინდება.



72 views

Comments


bottom of page