top of page

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისს, საღამოს თბილისის ცენტრში, 9 სათისთვის დაწყებული წვიმა თანდათან ძლიერდებოდა. მოვლენები რამდენიმე ადგილას სწრაფად და დრამატულად ვითარდებოდა. ქუჩებში წყლის მასა თანდათან იმატებს, მოძრაობა ჭირს და ირგვლივ ყველაფერს ფარავს. მდინარე ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. სტიქიის საერთო სურათი თანდათან იხატებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით შემზარავი კადრები და ფოტოები ვრცელდება. როდესაც წვიმა შენელდა, ადამიანებს გადაადგილება შედარებით უადვილდებოდათ, მაშველებს დატბორილი სახლებიდან დაზარალებულები გამოჰყავდათ. ხეობაში,მოვარდნილმა წყალმა მობინადრესთან ერთად სახლი გაიტაცა. ერთი მაშველი ახალ გზაზე დაიღუპა. ვერეს ხეობის ახალი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფაქტობრივად განადგურდა მთლიანი ზოოპარკი. გამთენიისას ყველაფერი გამოჩნდა. მდინარე ვერეს ხეობა მთლიანად განადგურებულიყო, ზოოპარკის ცხოველების 600 ბინადრიდან ნახევარი დაიღუპა, ზოგი კი გაქცეულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ღვარცოფის დროს ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე დაკიდებული დათვი, მოწყალებას ითხოვდა.


ნიანგი მოვარდნილ წყალში ცურავს, ლომები და ვეფხვები ქალაქში დარბიან, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი გადაადგილდებოდა, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივში მოექცა. წაღებულია სახლები, დაინგრაქუჩები, დაიღუპა 21 ადამიანი, განადგურდაძაღლების თავშესაფარი. დედაქალაქმა დაახლოებით 200 მილიონით იზარალა. საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადეს.. სვანიძის ქუჩაზე მოეწყო სიმბოლური მემორიალი.


ავტორი: მარიამ სოსელია

23 views

Comments


bottom of page