დაბა კაზრეთის, N1საჯარო სკოლის, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, წარმატებული,ინგლისური და ფრანგული ენის მასწავლებელი, ნინო მელიქიშვილი, ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებაზე, ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე,საკუთარ დამოკიდებულებასა თუ შეხედულებებზე და წარმატების მიღწევის გზებზე საუბრობს. მომავალ თაობას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე უზიარებს რჩევებსა და აძლევს რეკომენდაციებს.
რატომ გადაწყვიტეთ kazretipress შექმნა? რატომ და როგორ გაგიჩნდათ გვერდის შექმნისა და მისი აქტიურად ამუშავების სურვილი?როგორ გაუზიარეთ თქვენი იდეის შესახებ მოსწავლეებს?რა არის გვერდის ძირითადი მიზანი?
,,უპირველეს ყოვლისა kazretipress თქვენ ქმნით, ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობთ და ცდილობთ უკეთესები გახდეთ. მე მხოლოდ იდეა მოგაწოდეთ.სულ ვფიქრობდი, მეთქი როგორ შეიძლება სკოლა საინტერესო ადგილი იყოს მასწავლებლებისთვის სამუშაოდ და მოსწავლეებისთვის სასწავლად. ბავშვებს ბევრი რამის შექმნა შეგიძლიათ და გჭირდებათ მასწავლებლების მხრიდან ხელის შეწყობა, რომ ,,ფრთები გაშალოთ"... ვიფიქრე, რომ მომავალში, კონკურსებში, პროექტებში უნივერსიტეტებში გამოგადგებოდათ.
როგორც ვიცით თქვენ ინგლისურ ენასთან ერთად ბავშვებს ასწავლით ფრანგულსაც, ფიქრობთ თუ არა,რომ ენების ცოდნა ყველა ადმიანისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით დღევანდელი საზოგადოებისთვის?თქვენი აზრით ყველაზე მეტად რაში ეხმარება უცხო ენების შესწავლა მოსწავლეს?
,,დიახ, ნამდვილად ვფიქრობ რომ ენების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის. უპირველეს ყოვლისა,ევროპული ენების ცოდნა საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ ინფორმაციასთან გვქონდეს წვდომა, უფრო მეტ შესაძლებლობას გვიხსნის კონკურსების, პროექტებისა და უნივერსიტეტების არჩევის მხრივ. ნელ-ნელა სამყარო გლობალური ხდება ინტერნეტთან ერთად, ყველა ტექნოლოგია, ციფრული ხელსაწყო ,უცხო ენების ცოდნას მოითხოვს. თუ ბავშვმა უცხო ენები იცის, დამოუკიდებლად მიუწვდება ხელი უფასო რესურსებზე, ევროპულ განათლებასა თუ მხატვრულ ლიტერატურაზე. დღეს ყველაფერი ინტერნეტშია, თუმცაღა სამწუხაროდ მხოლოდ ქართულით შორს ვერ გავალთ. ამიტომ ინგლისურისა და სხვა რომელიმე ენის ცოდნა აუცილებელია.
თქვენი აზრით რა უწყობს ხელს ადამიანის პიროვნულ განვითარებას,რა ეხმარება მას გახდეს სამაგალითო,დამოუკიდებელი , პერსპექტიული და წარმატებული?
,,ცნობისმოყვარეობა. ვფიქრობ, რომ ცნობისმოყვარე ადამიანს, რომელსაც სამყაროს შეცნობის დიდი სურვილი აქვს, წინ ვერაფერი აღუდგება. ცნობისმოყვარეობა გვაიძულებს არ ვიკმაროთ მხოლოდ საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა და ინფორმაცია სკოლის გარეთაც ვეძებოთ. ცნობისმოყვარე ბავშვსაც და ზრდასრულსაც უყვარს დამოუკიდებლად სწავლა, არ უშინდება სიახლეებს და პიროვნულადაც მარტივად იზრდება. პიროვნულადაც და პროფესიულადაც".
და ბოლოს,თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით მომავალ თაობას, ახალგაზრდებს, რომლებსაც უჩნდებათ სამყაროს უკეთ შეცნობისა და მწვერვალების დაპყრობის სურვილი,რისი არ უნდა უშინოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა მათგანმა სამომავლოდ?
,,ვისურვებდი, რომ შეცდომების დაშვების არ ეშინოდეთ, რადგან შეცდომების დაშვების შიში გვაიძულებს ერთ ადგილზე გავჩერდეთ. როგორც კი შიშს გადავხლახავთ, მივხვდებით, რამდენი რესურსი გვაქვს იმისთვის რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიისთვის ვიბრძოლოთ."
ავტორი: მარიამ სოსელია
ความคิดเห็น