დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლამ გაიზიარა თურქეთში მომხდარი ტრაგედია და გადაწყვიტა მათ დახმარებაში წვლილის შეტანა. იდეის ავტორი იყო IXგ კლასის მოსწავლე-ნიკა აზარაშვილი. ნიკამ სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, შეაგროვა საჭირო, პროდუქტი და საყოფაცხოვრებლო ნივთები: ქურთუკი-პალტო,საწვიმარი, ჯემპრი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები),ბავშვთა კვება და ჰიგიენის საშუალებები. პირველი ადამიანი, ვისაც ნიკამ იდეა გააცნო, იყო ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე და აქტიური მოხალისე-ლუკა ურუმაშვილი, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა: -,,ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის იდეით სკოლაში დავიწყეთ თურქეთის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აგროვება.ჩვენ ყველას გული დაგვწყდა და ღრმა მწუხარებას გამოვთვქვამთ თურქეთის ტრაგედიის გამო. გვჯერა, რომ ამ ყველაფერს ერთად გავუძლებთ და გადავიტანთ! "
კომენტარი გააკეთა იდეის ავტორმა,
ნიკა აზარაშვილმაც: - ,,საინფორმაციო გადაცემებიდან გავიგე თურქეთის ვითარების
შესახებ. მუდმივად ვადევნებდი თვალს ამ მოვლენებს და გადავწყვიტე, რომ დავხმარებოდით სტიქიისგან დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარებით ჩემს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და უმთავრესი, სკოლასთან ერთად. უდიდეს მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაუღალავად მუშაობდა და გვეხმარებოდა მთელი ამ კვირის განმავლობაში. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რადგან მათი დამსახურებით შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება. ერთად ყველაფერს შევძლებთ" ამ აქტივობას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლის საზოგადოებისგან. ყველა ძალიან აქტიურად იყო ჩართული და საბოლოო ჯამში, საკმაოდ ბევრი პროდუქტი და საყოფაცხოვრებლო ნივთი შეაგროვეს.
ავტორი: ანი მუსხელიშვილი
ფოტო: ელენი გოჩაძე, მარიამ გვარაძე
Comments