top of page

კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოხალისეობრივ პროექტში

Updated: Mar 1

კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის " - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა/Civil Equality Platform ის პროექტის ფარგლებში მორიგი მოხალისეობრივი კამპანია განახორციელეს და ესტუმრნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრს "განთიადი."


მათ ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად გაატარეს დღე. მასწავლებლების დახმარებით ახალგაზრდებმა შეისწავლეს სხვადასხვა ნივთების გამოყენებით სუვენირების, საახალწლო ნაძვისხეებისა და სათამაშოების, თმის ბაფთების დამზადება. ერთობლივად გააკეთეს სათამაშოები, თმის სამაგრები. დაათვალიერეს ცენტრის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნივთების კუთხე.


პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის Education Development and Employment Center მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.


პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)


გიზიარებთ ამ პროექტში მოხალისეობრივად ჩართულ სკოლის მოსწავლეების შთაბეჭდილებებს:


ანი მუსხელიშვილი, 13 წლის

‘’ეს პროექტი ჩემთვის პირველი იყო. ბევრი რამით ვიყავი დაინტერესებული სანამ ბოლომდე გავერკვეოდი ყვლაფერში, საბოლოოდ კი ძალიან კმაყოფილი დავრჩი ყველაფრით. ასევე, ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა და მომინდა, რომ აქტიურად ვიყო ჩართული მსგავსი სახის პროექტებში. რაც მთავარია, ძალიან ბევრი ადამიანი ბედნიერი იყო ჩვენი გაკეთებული საქმით და ასევე ჩვენს ვისიამოვნეთ ამ ყველაფრით. ასეთი მოტივაცია ჩვენი სკოლის ერთ - ერთი მოსწავლის, ნინი მოსეშვილის დახმარებით მაქვს. ის არის ჩემი ინსპირცია, ვიყო ისეთივე აქტიური მოხალისე, როგორიც ნინია. შემდეგომში, მსგავსი სახის პროექტებში ყოველთვის ვაპირებ ჩავერთო, და ვიყო აქტიური მოხალისე.’’


ანა აზარაშვილი, 13 წლის

‘’მე მომეწონა მოხალისეობა ამ პროქტში. ეს ერთ - ერთი პირველი იყო ჩემს გამოცდილებაში, და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, მე პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში და ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები დამრჩა. ჩემი მოტივაციის წყარო ჩვენი სკოლის მოსწავლე, ანი მაისურაძეა. იგი ძალიან აქტიური და საყვარელი გოგონაა, რაც მოტივაციას მაძლევს, რომ მისნაირად ვიყო ჩართული ყველაფერში. სამომავლოდ მე აუცილებლად ჩავერთვები ასეთ პროქტებში, რადგანაც მოხალისეობა მანიჭებს დიდ სიამოვნებას.’’


ლიკა ოქრიაშვილი, 13 წლის

‘’სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა ყველაფერი და ნამდვილად არ მოველოდი, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა ეს ყველაფერი. მეც პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთ პროექტში და ამის გამო დიდ შთაბეჭდილებებს არ ველოდი, თუმცა როდესაც მომიწია მისვლა და ამ პროქტის გაცნობა, ამის შემდგომ დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა მოხალისეობამ. ჩემთვის სამაგალითო მოხალისე ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ურუმაშვილია, რომელიც ყველა პროექტში აქტიურად არის ჩართული. იგი ძალიან კარგი ადამიანია, ასევე ის ატარებს 2022 წლის საუკეთესო მოხალისის ტიტულს და სწორედ, ამიტომ არის ჩემთვის სამაგალითო პიროვნება. მომავალში, ნებისმიერი სახის პროექტში ვაპირებ რომ დიდი სიამოვნებით მივიღო მონაწილეობა.’’~


ელენე გოჩაძე, 12 წლის

‘’ამ პროექტის თითოეული აქტივობა ძალიან მომეწონა, რადგანაც ჩემთვის ეს პირველი მოხალისეობრივი საქმიანობა იყო. ძალიან მომეწონა უშუალოდ ტრენინგებიც, ხანდაზმულთა ცენტრი და ცენტრი ,,განთიადი“. ამ პროექტის საშუალებით მივხვდი, რომ უნდა ვიყო აქტიური მოხალისე, უფრო მეტ პროექტში უნდა მივიღო მონაწილეობა, ასევე კომუნიკაცია უნდა დავამყარო ადამიანებთან. ჩემთვის მოტივაციის წყარო ჩვენი სკოლის მოსწავლე, მარიამ გვარაძე გახლავთ. ვფიქრობ, რომ იგი არამარტო კარგი მოხალისე, არამედ ძალიან კარგი პიროვნებაცაა. მისი აქტიურობა ჩემთვის ინსპირაციაა, რომ მეც მისნაირი გავხდე. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ ჩავერთო ასეთ პროექტებში, რადგან მინდა რომ მეტ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა და უფრო მეტად განვვითარდე.’’


კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოხალისეობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა და ამ საქმეს ისინი ღირსეულად უძღვებიან. ჩვენი სკოლის ახალგაზრდები გზას წარმატებისკენ კვლავ გააგრძელებენ!


ავტორი: ანანო ავქოფაშვილი

17 views
bottom of page