top of page

კაზრეთში, ,,ახალგაზრდულ სათემო”-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ვიქტორინა“

7 თებერვალს კაზრეთში, ,,ახალგაზრდულ სათემო”-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ვიქტორინა“. თამაში აგებული იყო ისტორიისა და მათემატიკის კითხვებზე . მონაწილეებით დაკომპლექტდა 3 გუნდი, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ისინი დასაჩუქრდნენ წიგნებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი. პროცესს აკვირდებოდა კომპეტენტური ჟიური. ,,თამაში იყო შემეცნებითი და სახალისო.


ფოტო: ,,ახალგაზრდული სათემო”

ვფიქრობ, ასეთი ინტელექტუალური თამაშები ძალიან დაეხმარება ახალ თაობას, უნარების განვითარებაში. გამიხარდება თუ კიდევ ჩატარდება ასეთი აქტივობები’’ - ამბობს თამაშის ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა გავაშელი.

ინტელექტუალური თამაში ,,ვიქტორინა’’ ჩატარდა ,,GLOW CLUB’’-ის ფარგლებში მისი ხელმძღვანელ აისელ ნამაზოვასა და კაზრეთის ,,ახალგაზრდული სათემო’’-ს თანამშრომლობით, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ მარიამ ნასყიდაშვილი. ასეთი აქტივობები სათემოში ხშირად იმართება და ახლო მომავალშიც არაერთ საინტერესო და სასარგებლო აქტივობებს გვპირდებიან.

ავტორი: ნინი სიმონიშვილი

52 views
bottom of page