top of page

კაზრეთში ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა


მუნიციპალური განვითარების სააგენტომ დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 13 აპრილს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 25 მაისს სრულდება. ამის შემდეგ კომპანიამ მუშაობა უნდა დაიწყოს და მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში უნდა დაასრულოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღი 300 აღსაზრდელისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კაზრეთის მოსახლეობა წლებია წუხს კაზრეთში საბავშვო ბაღის არარსებობის თაობაზე. კაზრეთელი ბავშვები მეზობელ სოფელში - ბალიჭში - არსებულ საბავშვო ბაღში იღებენ სკოლამდელ განათლებას, თუმცა მოსახლეობის ინფორმაციით, ბალიჭის ბაღში საკმარისი ადგილი არაა.

ქვემო ქართლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ასაშენებელი საბავშვო ბაღებზე გააზიარა ინფორმაცია. Kazretipress გოგი მეშველიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


Kazretipress თვალს ადევნებს დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს და ინფორმაციას რეგულარულად შემოგთავაზებთ.

159 views
bottom of page