დღეს, 18 თებერვალს, ჩვენს დაბაში ჩატარდა კონცერტი ,,ბენდი მედიატორის" ხელმძღვანელობით. კონცერტის მიზანი იყო, დაბაში მცხოვრები ახალგაზრებისთვის ერთი დაუვიწყარი დღის მოწყობა. კონცერტის მსვლელობისას მოვლენები ძალზედ საინტერესოდ და სახალისოდ განვითარდა და საბოლოო ჯამში, მათ მართლაც აჩუქეს კიდევ ერთი დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული დღე კაზრეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს. -,,მიუხედავად სიცივისა,ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად მოტივირებულები ვყოფილიყავით ეს მოტივაცია და ენერგია მოდიოდა სწორედ მაყურებლისგან,რაც ძალიან სასიამოვნო განცდაა თითოეული ჩვენგანისთვის. აქტივობა ძალიან მოგვეწონა,რათქმაუნდა ისევ ჩავატარებთ კონცერტებს,სურვილი კი ბენდის ყველა მონაწილეს გვაქვს".-ამბობენ ჯგუფის წევრები.
ავტორი: ანი მუსხელიშვილი
ფოტო: ანი მუსხელიშვილი
Comments