KazretiPress-ის დამფუძნებელი და მთავარირედაქტორი კანონის უზენაესობის საერთაშორისო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას. საგაზაფხულო სკოლა გაიმართება
UNDP-ისა და გერმანიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“.
სკოლაში მონაწილეობას 9-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ და მოსწავლეები 3 დღით კახეთში გაემგზავრებიან.
"აღნიშნული პროექტის ფარგლებში გავიღრმავებ ცოდნას სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკის საკითებში. კანონის უზენაესობის სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირად შეუძლებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, ხოლო კანონისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვევს ფსევდოანარქიზმს, ანუ არეულობას.
პროექტი დამეხმარება კიდევ უფრო ღრმად გავიაზრო ადამიანის უფლებები და ვისწავლო მისი ადვოკატირება ჩემს თემში, რასაც შემდეგ ჩემს თემთან და ხალხთან გამოვიყენებ.
ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება მსგავსი თემატიკით ძალიან სასარგებლო და აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, რადგან რამდენიმე წელიწადში სწორედ ჩვენ ვიქნებით გადაწყვეტილებების მიმღებლები და სწორ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე დგას ქვეყნის ევროპული მომავალი და პროგრესი."
ლუკა ურუმაშვილი კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. იგი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის გამარჯვებულია. დაინტერესებულია საჯარო პოლიტიკით და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით აპირებს.
Kazrpetipress ძალიან ამაყობს ლუკას წარმატებებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ლუკას სახით ქვეყანას წარმატებული პროფესიონალი და ღირსეული მოქალაქე ეყოლება.
Comments