ლუკა ურუმაშვილი წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა
Updated: Nov 11
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ურუმაშვილი წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა. იგი ძალიან კმაყოფილია თავისი შრომით მიღწეული წარმატებით...

„ჩემთვის წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო ჩემი შრომის დაფასებაა. ვფიქრობ, მივაღწიე მიზნებს და ეს ჯილდო სწორედ იმას მოწმობს, რომ ყველა მიზანი მიღწევადია.''- ამბობს ლუკა.
ლუკა 1 წელია, რაც აქტიურადაა ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის პროექტებში და როგორც მოხალისე, არაერთ საინტერესო იდეას ახორციელებს. ის განსაკუთრებული მონდომებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ საქმეს, ხშირად მონაწილეობს საგანმანათლებლო და სოციალურ კამპანიებში, ეხმარება ბოლნისის სათნოების სახლის პერსონალს საკვების გაცემისა თუ დასუფთავების პროცესში და ერთვება სხვა ღონისძიებებში, რომლებიც მოზარდთა თუ ხანდაზმულთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
ჩვენ გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით მას და დაგვესვა კითხვები:
“გამარჯობა, მე ვარ ლუკა ურუმაშვილი, 17 წლის, ვსწავლობ ბოლნისის რაიონის დ. კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში, ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. ვარ აქტიური მოხალისე და ასევე აქტიურად ვარ ჩართული უამრავ პროექტში.
2022 წლის თებერალვში პირველად მივიღე მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობა, რა დროსაც გავხდი ,,ჰელფინგ ჰენდი’’-ის რეგონალური ქსელის ფრგლებში ლიდერი. ჩემი გუნდი, რომელიც შედგებოდა 16 კაცისგან, მთელი წლის მანძილზე აქტიურად ვახორციელებდით სხვადასხვა აქტივობებს, რის შემდეგაც ვტვირთავდით ამ საქმიანობებს ჰელფინგ ჰენდის საიტზე, წლის ბოლოს ჩემი თავი ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმა და მასწავლბლება წარადგინეს წლის საუკეთესო მოხალისის ნომინაციაზე, რის შემდეგაც დავსახელდი 2022 წლის საუკეთესო მოხალისედ
წარმატება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია... ჩემი აზრით, მონდემება და მიზანდასახულობა არის ის მთავარი უნარი, რაც საჭიროა წარმატებისთვის.

სხვათაშორის, არის პროექტები რომლებიც ერთმანეთში იკვეთება, მაგრა, ამის მიუხედავად მაინც რთულია როდესაც შენ ხარ ეკო კლუბის ლიდერი და გიწევს ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძოლო, იარო ფრანკლინის აკადემიაში და ისწავლო პოლიტიკური საგნები, ასევე დაესწრო სხვადასხვა სამიტებსა და ლექციებს, იყო ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, ამასთანვე უკვე წლის საუკთესო მოხალისე და პოპულიზაცია გაუწიო
მოხალისეობას, ბოლნისის ახაგაზრდული იდეის წევრი, სათემო საკითხებში აქტიურად ჩართული პირი, kazretipress-ის დირექტორი. ამ ყოველივეს შეთავსება რთულია მაგრამ, ვფიქრობ ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე გამომდის, მთავარი მონდომება და მიზანდასახულობა.
მინდა ჩემს თანატოლებს ვურჩიო, იპოვონ თავიანითი ინტერესის სფერო, იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სისეტმა არ არის ორიენტირებული, რომ მოსწავლეს აპოვნიონს თავისი თავი თავის სფეროში. აუცილებელია ჩვენ თვითონვე ვიპოვოთ ჩვენი თავი იმ სფეროში სადაც კომფორტულად და წარმატებულები ვიქნებით.
პროექტებში ჩართულობამ განმივითარა ლიდერული უნარები და ყველა ის უნარები რაც ლიდერს სჭირდება, ასევე მასწავლა ხალხთან ურთიერთერთობა. დაახლოებით ერთი წლის წინ იმის მეშინოდა, რომ შევიცვლებოდი და შევიცვლებოდი უარესობისკენ, ერთერთ პროექტში გავიცანი ძალიან კარგი ფსიქოლოგი რომელმაც მითხრა, რომ თუ შენ არ გინდა, რომ იმად იქცე რადაც არ გინდა რომ იქცე მაშინ შენ მასეთად ვერაფერი გაქცევს, მას შემდეგ ცვლილების აღარ მეშინია, პირიქით ცვლილებებისკენ თამამად მივისწრაფი.
საბოლოოდ კი, ვფიქრობ წელს მთელ დროს პროექტებს, სამიტებს, ლექციებს და აკადემიებს დავუთმობ, ასევე ვფიქრობ არდადეგბეზე პროფესიულ კოლეჯში ელექტრო გაყვანილობის და IT ინჟინერის კურსების გავლას. ხოლო მე-12 კლასში მთელ დროს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დავუთმობ. ვფიქრობ ჩემი მოღვაწეობა პრეოქტებში არც სტუდენტობის დროს დამთავრდება, რადგან, ეს ის ადგილია სადაც ვგრძნობ თუ, როგორ ვვითარდები.“
ავტორი:ანანო ავქოფაშვილი