top of page

ლუკა ურუმაშვილი გაცვლითი პროექტის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება

KazretiPress-ის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი - ლუკა ურუმაშვილი Erasmus+ კიდევ ერთი პროექტის მონაწილედ შეირჩა. ლუკა ამჯერად პოლონეთში გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ლუკა უკვე შეარჩიეს Erasmus+ პროექტში მონაწილედ, რომლის ფარგლებშიც იგი მარტის დასაწყისში გერმანიას ეწვევა, ამ ჯერზე კი იგი პოლონეთში, ქალაქ კელცეში 1 კვირას გაატარებს


"პროექტი დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობას, მოქალაქეობრივი უნარებისა და ინფორმაციული კამპანიების წარმოების უნარების გაძლიერებას ეხება. მონაწილეები ევროკავშირიდან და ასოცირებული ქვეყნებიდან იქნებიან. სულ 25 ადამიანი. თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ 5 მონაწილე და 1 ლიდერია შერჩეული. მე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვარ" - ამბობს ლუკა ჩვენთან საუბარში


ლუკა კაზრეთის II საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. იგი 2022 წლის საუკეთესო მოხალისეა.მონაწილეობს უამრავ პროექტში და აქვს უამრავი ჯილდო. ლუკა აქტიურად აზიარებს გამოცდილებასაც. 2024 წლის 17 თებერვალს ორბელიანის აკადემიისა და არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანზიებულ კონფერენციაზე წარსდგა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა


"ერასმუსი+ პროექტებზე ინფორმაციას თემის მიხედვით იღებ, მე პირადად სოციალური მეცნიერებები მაინტერესებს და ყველა პროექტი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა და რომელშიც შერჩეული ვარ, ეხება სოციალურ მეცნიერებებს, პოლიტიკას, დემოკრატიას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ერამუს+ პროექტები ძალიან კარგი საშუალება ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად, ასევე უცხელი მეგობრების გასაჩენად და მათი კულტურის გასაცნობად" - ლუკა ურუმაშვილი


KazretiPress-ის გუნდი უსაშველოდ ამაყობს ლუკა ურუმაშვილის წარმატებებით და დარწმუნებულია, მომავალში მას კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება.



149 views

Comments


bottom of page