მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვლს. მოირგეს ჯერალდინას როლი და პასუხი დაუბრუნეს წერილზე დაყრდნობით.
ნიკოლოზ დაუთაშვილის წერილი:
გამარჯობა მამა! ჯერალდინა ვარ.
მივიღე შენი წერილი. ბევრჯერ წავიკითხე შენი წერილი იმიტომ, რომ მომენატრე და კიდევ იმის გამო, რომ გამეგო ის საიდუმლო,რასაც წერილი მალავდა. მკლავს შენი ნახვის სურვილი. მინდა მალე შევხვდეთ ერთმანეთს. შენს გამოგზავნილ ფულს, მხოლოდ შენთან წამოსასვლელად დავხარჯავ. დანარჩენს იმათ მივცემ, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება.
რომ მწერდი პარიზის მონახულებას, ავასრულე შენი სურვილი. პარიზის ყველა გარეუბანი მოვინახულე. დანარჩენს როდეასც შევხვდებით, მაშინ მოგიყვები. ახლა კი უნდა გავიქცე, სპექტაკლზე მაგვიანდება.
ნახვამდის!
შენი ჯერალდინა
ელენე გოჩაძის წერილი:
ჩემო ძვირფასო მამიკო! ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომენატრე. მომენატრა შენი ხუმრობები,მენატრება შენთან ერთად საუბარი.ახლა დასრულდა ჩემი სასცენო გამოსვლა.დამღალა ხალის ყურადღებამ.დერეფნის ბოლოში ვზივარ,შენს წერილს ვკითხულობ და ვხვდები, რომ ბევრჯერ დავუშვი შეცდომა.ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მქონდა,რადგან ის,რაც შენ გამოიარე და რასაც შენ გრძნობდი,მე არასდროს მიგრძვნია.არასდროს მიფიქრია,რომ შეიძლება ერთხელ მეც ვმჯდარიყავი ქუჩაში და ხალხისთვის ფული მომეთხოვა. ეს ყველაფერი კი შენი დამსახურებაა!
მინდა ის ყველაფერი გავაკეთო, რაც წერილში მომწერე.მინდა ხალხს დავეხმარო და მათთან ერთად გავატარო დღე, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ! მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი,შენს წერილზე,ამიტომ ადრიანად გამომეღვიძა სწრაფად მოვემზადე. პარიზის ძველი უბნებისკენ ავტობუსით წავედი.თურმე, ეს ქალაქებიც ძალიან ლამაზი ყოფილა,მაგრამ მე ეს არასდროს შემიმჩნევია,რადგან ყოველთვის მძღოლს დავყავდი და ფანჯრიდანაც კი არ ვიხედებოდი რომ დრო არ დამეკარგა ავტოგრაფების დასაწერად. მაშინ ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხალხს რომ ვუყვარდი. როგორც იქნა ჩამოვედი .ძალიან ბევრი გაჭირვებული იყო. შევეცადე ყველას დავხმარებოდი როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვნახე და მათთან ერთადაც ვიცეკვე. მართალი ხარ,ჩემზე ნიჭიერები და ლამაზები არიან -მე ამას არ უარვყოფ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო. ამ ადამიანების ემოციები არასდროს დამავიწყდება. ახლა კი გემშვიდობები, მამიკო! გპირდები,რომ არასდროს დაგივიწყებ და ყოველთვის გავითვალისწინებ შენს რჩევებს. მიყვარხარ და მენატრები.
შენი ჯერალდინა.
თეკლა ყაფლანიშვილის წერილი:
ჯერალდინას წერილი მამას
გამარჯობა მამა, როგორ ხარ? მივიღე შენი წერილი და ახლაღა მივხვდი, რომ მამაჩემს ჯერ კიდევ არ ვიცნობ.
მე აქ ვარ ზღაპრულ პარიზში, ელისეს თეატრში, დიდებულ სცენაზე თეთრი კაბით დავფარფატებ. ასე მგონია ეს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარია, რომელიც დღითიდღე დიდდება და დასასრული არ აქვს.
შენმა წერილმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. დამაფიქრა იმ ადამიანებზე, რომელთა მათხოვრობა და უსახლკარობა ერთი დიდი, საშინელი ზღაპარია. მივხვდი,რომ ყოველთვის ვერ შევცვლით მოვლენებს, მაგრამ შესაძლებელია შვცვალოთ ხედვა. მივხვდი,რომ სიღარიბე ადამიანს ართმევს ყოველგვარ სულს და სათნოებას, წაართვას რწმენა და მომავლის იმედი, ცარიელი ჩანთისთვის თავდაყირა დგომა ხომ ძალიან ძნელია!
მე ჩაპლინი ვარ! ადამიანი, რომლის მამა მასხარა,თუმცა სათნო ადამიანი იყო.ხშირად გაკვირვებით მეკითხებიან ,,თქვენ იმ მასხარა ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ბრძანდებით?"ამაზე ჩემი პასუხია ,,კი",რომელსაც მკაცრად, მაგრამ სიამაყით ვამბობ.
დამიჯერე, მე დიდი ხანი არ გავიხდი თეთრ, ფარფატა კაბას, შენ კი არ გაგვიფრინდები ისე ,როგორც ჩიტი ცაში. იცი რატომ?!იმიტომ, რომ შენ ლეგენდა ხარ, ლეგენდა კი არასდროს კვდება.თუკი უეცრად დაგვტოვე და წახვედი, იქაც ისე დაიმკვიდრებ იმ სასუფეველს, როგორც ეს ქვეყანა, რომელსაც ,,სიცოცხლის სამყარო " ჰქვია.
შენი ჯერალდინა!
Comments