top of page

მოხალისეები ხანდაზმულებისთვის

Updated: Oct 31, 2023

საქართველოს მოსახლეობა 3.736 მლნ-ს შეადგენს ამ მოსახლეობის 15.6% ხანდამულები არიან.მოსახლეობის დაბერება კაცობრიობის განვითარების უდიდეს მიღწევას წარმოადგენს. ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღი კვების, სანიტარული პირობების, განათლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერება მსოფლიოს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს უქმნის, სწორ პოლიტიკას შეუძლია ინდივიდების, ოჯახებისა და საზოგადოებების ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭირო საშუალებებით აღჭურვა(წყარო-UNFPA Georgia). ხანდამულები უმცირესობას წარმოადგენენ და მათი გაძლიერება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს. ხანდაზმულების საზოგადოებრივი ცხოვრების ჩართულობის გაზრდაში, გაძლიერებაში, იმისათვის, რომ მათ იგრძნონ თავი საზოგადოების ნაწილად და ღირსეულ მოქალაქედ, მათი განწყობისთვის, სიბერის წლების მხიარულად გატარებაში, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.ხანდაზმული ადამიანები, თავიანთი უნარებით, ნიჭით, გამოცდილებით, პერსპექტივებითა და გამძლეობით, ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენენ. დაბა კაზრეთში არსებული "ხანდაზმულტა დღის ცენტრი"-ც ამ მიზნის გარშემო ფუნქციონირებს, რაზეც უფრო დეტალურად ქალბატონი მადონა ყაფლანიშვილი გვესაუბრება:

"იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაბა კაზრეთში დაიწყო პროექტი ,,ღირსეული სიბერე“. პროექტის ფარგლებში გაიხსნა ხანდაზმულთა დღის ცენტრი, რომელიც დასაწყისისთვის გათვლილი იყო 30 ხანდაზმულისთვის, მაგრამ პროექტმა ყველანაირ მოლოდინს გადაარჭარბა, დღის ცენტრში 100-ზე მეტი ხანდაზმულია დარეგისტრირებული, დადიან სხვადასხვა ეროვნების, ორივე სქესის ხანდაზმულები, ასაკი --60 წლიდან 90 წლამდე. ჩვენი ბენეფიციარები დამსახურებული და ძალიან საინტერესო ბიოგრაფიების მქონე ადამიანები არიან. მათ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება, ეცნობიან პრესას, სარგებლობენ ბიბლიოთეკით, უყურებენ ფილმებს, საუბრობენ სხვადასხვა საკითხზე, თამაშობენ სამაგიდო თამაშებს (არაერთხელ მოეწყო ტურნირი სამაგადი თამასებში და გამოვლინდა გამარჯვებული).მათ მიეცათ საკუთარი სესაძლებლობების გამოვლენის საშუალება (წერენ ლექსებს, მღერიან, ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს).

იღებენ იურისტის, სოციალური მუშაკის კონსულტაციებს, ასევე თბილისიდან ჩამოდის ფსიქოლოგი, რომლის საუბარი და ლექციები მათთვის საინტერესო და საჭიროა. ცენტრში ბენეფიციარებს ყოველდღე ემსახურება ექთანი. იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების დროს გაირკვა, რომ ხანდაზმულებს აწუხებთ შემდეგი პრობლემები: სოციალიზაციის საჭიროება კაზრეთში არ არის ადგილი, სადაც ხანდაზმულებს ექნებათ შეხვედრის შესაძლებლობა.

რეგულარული სამედიცინო კონსულტაციის საჭიროება--პროექტის მიერ ორგანიზებული ყოველთვიური კონსულტაციები და მუდმივი მეთვალყურეობა პოზიტიურად აისახა ხანდაზმულებზე.

ამ დროის განმავლობაში მათი მონაწილეობით მოეწყო არაერთი ღონისძიება (პოეზიის საღამოები, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, როგორც დაბაში ასევე თბილისში სხვადასხვა ადგილას,სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა, ექსკურსიები, სპექტაკლებზე დასწრება...), ბევრ მათგანს მიეცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ინიციატივების განხორციელების საშუალება, შეივსო ურთიერთობების ნაკლებობა, რასაც ყველაზე მატედ განიცდიან ხანდაზმულები. ცენტრს სტუმრობენ ასევე ახალგაზრდებიც, როგორც დაბის ასევე სხვა სოფლების სკოლებიდან. მათ ხანდაზმულებისთვის არაერთი ღონისძიება მოაწყვეს. საინტერესოა მათთან საუბრები სხვადასხვა თემაზე. გარდა ახალგაზრდებისა, ორი წელია ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ( პირველ ოქტომბერს ) ჩვენს ბენეფიციარებს ულოცავენ ჩვენი დაბის მაცხოვრებლებიც. რამდენიმე მათგანი აქტიურად ერთვება ღონისძიებაში და უსასყიდლოდ ეხმარება მათ. ყოველივე ეს ხანდაზმულებს ძალიან ახარებთ. ცენტრში ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე. ასევე ვგეგმავთ სხვა წრეების მუშაობასაც, რათა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს დღის ცენტრი ჩვენი ბენეფიციარებისთვის.

პანდემიის დაწყების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციების გათვალისწინებით ნაწილობრივ შევცვალეთ მუშაობის ფორმა.

პროექტის გუნდი , რომელმაც ამ დროის განმავლობაში არაეერთი ტრენინგი გაიარა ორგანიზაცია ,,თანხმობის“ დახმარებით, ყველანაირად ცდილობს გაულამაზოს ხანდაზმულებს ცხოვრება და პროექტის სახელწოდების მსგავსად ჰქონდეთ მათ მართლაც ღირსეული სიბერე.

აღნიშნული პროექტი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ მიერ დაიწყო 2016 წელს (2016-2017 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით) , 2017-2020 წლებში პროექტი გაგრძელდა კვლავ ,,თანხმობისა“ და ბოლნისის მერიის დაფინანსებით (თითოეული მათგანი 50% ), ხოლო 2020-2021 წ. ბოლნისის მერიამ უარი გვითხრა პროექტის გაგრძელებაზე და მიუხედავად სირთულეებისა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობამ“ არ შეაჩერა პროექტის მუშაობა.აღნიშნული ორგანიზაცია პანდემიის რთული ვითარების დროს ბენეფიციარებს ასევე არაერთხელ დაეხმარა ჰიგიენური საშუალებებითა და პროდუქტით. პროექტის დასრულებას მუდამ განიცდიან ხანდაზმულები, არ უნდათ, რომ გაჩერდეს ცენტრის ფუნქციონირება. დამატებითი სირთულე არის ის, რომ ცენტრს არ გააჩნია საკუთარი ფართი, ყოველ თვე გვიწევს ქირის გადახდა.

ცენტრი მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. ახლა ამ პროექტის ფარგლებში ვართ, პროექტში ,,Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში”, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი, ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა”. პროექტში ,,Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში”, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი, ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა”.’’

კაზრეთი პრესის (Kazretipress.com) აქტიურ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და წარმოაჩენს ხანდაზმულთა როლს საზოგადოებაში, ცენტრის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი, სკოლის მოსწავლე-ნინი მოსეშვილი:

"ხანდაზმულთა ცენტრს საკმაოდ დიდი როლი აქვს მათი ბენეფიციარებისათვის, რადგან მათთვის ეს ცენტრი კომუნიკაციისა და შესაძლებლობების წყაროა.

მე, როგორც მოხალისე, ჩემს თანატოლებთან ერთად აქტიურად ვატარებ სხვადასხვა სახის აქტივობებს მათთან ერთად, რაც ხანდაზმულებს ძალიან ახარებთ. მაგალითად, წინა კვირას, თანამედროვე სამაგიდო თამაშები ვასწავლეთ და მათთან ერთად ვითამაშეთ, რომლის დროსაც ძალიან გაერთნენ და მოეწონათ ეს სიახლე. გარდა ამისა, ერთერთი პროექტის ფარგლებში(რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს)ახალგაზრდები ხანდაზმულებს ასწავლიან პლანშეტების გამოყენებას,რაც ასევე სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

ჩვენი ყოველი ვიზიტისას, ისინი ძალიან თბილად გვეგებებიან და საჩუქრებით გვაცილებენ. სულ გვეუბნებიან, რომ კიდევ ვესტუმროთ და მსგავსი აქტივობები ხშირად ჩავატაროთ. ვფიქრობ, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ზოგჯერ ასეთუისე ნაკლებად ხდება და ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი პასიურდებიან და მიიჩნევენ, რომ თემში მათ არანაირი როლი აქვთ. ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებული აქტივობები და მათთან ერთად გატარებული დრო მაგალითია იმისა, რომ ახალგაზრდებს გვსურს ხანდაზმულების ჩართულობის გაზრდა და მათი სხვადასხვა მხრივ გააქტიურება.

ჩვენი სასაუბრო თემა ძირითადად მათ პრობლემებსა და განცდებს ეხება ხოლმე, რადგან ბევრ მათგანს მატერიალურადაც უჭირს - წამლებსა და პროდუქტებზე საკუთარი პენსია არ ჰყოფნით(თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზოგ ხანდაზმულს ოჯახი ჰყავს, ზოგს კი არა). ხანდახან ჯანმრთელობაზე საუბრობენ, ხანდახან ქვეყნის მდგომარეობაზე და ხშირად იხსენებენ საკუთარ ახალგაზრდობას, როგორები იყვნენ მაშინ და რისი კეთება უწევდათ. ძალიან უყვართ ფოტოების გადაღება და ლამაზად ჩაცმა, ინტერესდებიან ყველაფერი ახლით და ზოგჯერ ცდილობენ რომ ყველაფრისგან მაქსიმალური ხალისი მიიღონ.

ჩემი აზრით, მათთან კომუნიკაციისას საჭიროა ვიყოთ მაქსიმალურად ემპათიურები, მომთმენები და მშვიდები, რადგან ჩვენს თითოეულ ჟესტს და სიტყვას მათი მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა და გავლენის მოხდენაც შეუძლია მათზე.

ვფიქრობ, რომ ხანდაზმულებთან დროის გატარება ადამიანს სხვა თვალით ანახებს სიცოცხლეს და სხვადასხვა მოვლენას.

საქართველოში ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად გრძნობს, 45% კი თავს სოციალურად მარტოსულად მიიჩნევს. აღნიშნულზე საუბარია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახალ კვლევაში, რომელიც 65-85 წლის მოქალაქეებში მარტოობის ხარისხისა და მარტოობის გამომწვევ ფაქტორებს სწავლობდა. ამ მიზნებს ემსახურება ხანდაზმულთა როლის წარმოჩენა საზოგადოებაში და მათი გაძლიერება.“

ავტორი: მარიამ გვარაძე

ფოტო: ქალთა ინიციატივები Women's Initiative



52 views

Comments


bottom of page