პროექტის ფარგლებში, დ.კაზრეთის სათემო ცენტრში, 3 ივლისს ჩატარდა ლექცია ეკონომიკის შესახებ
"3 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის სათემო ცენტრში ,საგრანტო პროგრამის “თემის ელჩების” ერთ -ერთი გამარჯვებული პროექტის “ Youth for better future” ფარგლებში , ჩატარდა ლექცია ეკონომიკის შესახებ,რომელსაც მოწვეული ტრენერი გივი გუჯარაიძე წარუძღვა." ლექცია ეკონომიკას ეხებოდა, ახალგაზრდებმა შეძლეს მიეღოთ მათთვის უკვე ნაცნობი, თუ ახალი ინფორმაცია კონკრეტულად ამ პროფესიის შესახებ. ასევე ტრენინგი მდიდარი იყო პრეზენტაციებითაც. ბატონმა გივიმ ლექციის პირველი ეტაპი პრეზენტაციებით ჩაატარა, შემდეგ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდანაც მოიყვანა, ბოლოს კი პატარა მინიდისკუდიაც მოაწყო, სადაც ახალგაზრდებს ქონდათ იმისი საშუალება რომ საკუთარი აზრიც დაეფიქსირებინათ და კითხვებზე პასუხიც მიეღოთ. ლექციამ დიდი წარმატებით ჩაიარა, რამოდენიმე ახალგაზრდამ ამ განხრის არჩევაც მოინდომა და რაც მთავარია ბატონი გივის არც თუ ისე პატარა ტრენინგი ძალიან დაეხმარა პროექტს "თემის ელჩები" რადგან ეკონომიკა პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მარიამ სოსელია ამბობს: "დღევანდელი ტრენინგი პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. მივიღე ინფორმაცია ჩემთვის აქამდეც უკვე ნაცნობ თემაზე, თუმცა მიუხედავად ამისა არ ვიყავი საკმარისად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ტრენინგი სულ რაღაც ორ საათს გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე მივიღე ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც ეხებოდა ეკონომიკას, მის მნიშვნელობასა თუ ზოგადად არსს. ასევე კმაყოფილი ვარ ლექტორით,რომელმაც ძალიან გასაგებად ახსნა თავისი სათქმელი. მან კითხვა პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში ჩაატარა პატარა ლექცია. მადლობა ახალგაზრდულ სათემოს, პროექტის ორგანიზატორებს და ბატონ გივის ამ ნაყოფიერი დღისთვის."
ავტორი: ლიზი გიორგაძე