19 ივლისს, დაბა კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,პროექტ ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის ფარგლებში" მოაწყვეს პატარა ექსკურსია.
ახალგაზრდები ეწვივნენ ქვემო ქართლის რამდენიმე ღირშესანიშნავ ადგილს,ელიას მთასა და იქ არსებულ სამონასტრო კომპლექსს.ასევე ისინი ესტუმრნენ ბოლნისის მერიასა და ქვეშის ციხეს. მიმოიხილეს და გაიგეს უფრო მეტი ამ ტაძრის ისტორიისა და წარსულის შესახებ.პროექტი მოიცავდა,4,საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული ლექციის ჩატარებას,მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,როგორიცაა:ეკონომიკა, პოლიტიკური იდეოლოგები, თვითმართველობა,ნატო და ევროკავშირი.
თითოეულმა ლექციამ წარმატებით ჩაიარა,რაც მთავარია ეს პერიოდი მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.პროექტის ბოლოს მონაწილეებს,ორგანიზატორებმა :ქეთევან თეთრაძემ,ლუკა ურუმაშვილმა და აისელ ნამაზოვამ , გადასცეს სერთიფიკატები და სამახსოვრო ბლოკნოტები.ექსკურსიის პირველი გაჩერება,ბოლნისი , კონკრეტულად კი ელიას მთის მიმდებარე ტერიტორია გახლდათ,საინტერესო ხედების ხილვასთან და დათვალიერებასთან ერთად,ჟურნალისტები გაესაუბრნენ იქ მცხოვრებ ბერებს,რომლებიც უშუალოდ ტაძრის ისტორიაზე საუბრობდნენ და აუმაღლეს ცნობიერება მონაწილეებს.
გთავაზობთ სრულ ინტერვიუს ,უცვლელი სახით:
,,ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს,ფაქტიურად ნულიდან მოხდა ყველაფრის აღდგენა,რადგან არაფერი არ იყო წარსულიდან შემორჩენილი.საამწუხაროდ ისტორიაც არ იქნა ჩვენამდე მოღწეული,რადგან დაკარგული იყო.ჯერ ტაძარი აშენდა,განძრახული არ გახლდათ ,რომ სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო.ეტაპობრივად მოხდა ყველაფრის განახლება.შემდეგ იპოვეს ქვევრის ფრაგმენტები, რომელიც თარიღდება მე-7 საუკუნით.
ეს ყველაფერი გახლდათ უძველესი და მალევე გადავწყვიტეთ,რომ აქვე მარანიც გაგვეშენებინა, მეღვინეობა, გაგვევითარებინა და გვეწარმოებინა ჩვენი ღვინო. 2016 წელს დავიწყეთ მეღვინეობა,ტერასული სახის ვენახები გავაშენეთ, დღესდღეობით მიმდინარეობს უძველესი ეკლესიიების აღდგენა,აქ ახალი აშანებულია ყველაფერი.კომპლექის ძირითადი ტერიტორია აღდგენილია,თუმცა არის ის ნაწილი,რომელსაც ვერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია „
შემდეგ მონაწილეები ესტუმრნენ ბოლნისის საკრებულოს,იქ მომუშავე პირებმა კი დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდებს, დისკუსიის რეჟიმში,მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ,რომ გაეგოთ ბევრი რამ მათვის საინტერესო და აქამდე უცნობ თემებზე.
ბოლო გაჩერება გახლდათ ქვეშში არსებული,ისტორიული ციხის დათვალიერება.
ახალგაზრდებს მიეცათ შანსი,რომ ენახათ ციხის ,როგორც გარე,ისევე ეკლესიის შიდა ტერიტორია,რაც თითოეული მათგანისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ორგანიზატორი,ლუკა ურუმაშვილი,პროექტთან დაკავშირებით საუბრობს:
,,რუსთავის ამერიკულმა კუთხემ გამოაცხადა პროექტი „თემის ელჩები“, რომლის ფარგლებში კაზრეთიდან აგვარჩიეს მე, ქეთი თეთრაძე და აისელ ნამაზოვა. პროექტის ფარგლებში ტრენინგები გავიარეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს პროექტი და როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. ამის შემდეგ დავწერეთ პროექტი და დაბაში ჩავატარეთ კვლევა. კვლევის შედეგები და პროექტი წარვუდგინეთ ამერიკის საელჩოს და ასე მოვიპოვეთ გრანტი პროექტისთვის „Youth for better future“.
საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას,სხვებს,პროექტის ერთ-ერთი მონაწილე,ლიკა ოქრიაშვილი უზიარებს:
,,ამ პროექტის საშუალებით გავიგე ძალიან ბევრი შემეცნებითი და საინტერესო რამ, საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თითოეული ლექცია,ძალიან პროდუქტიული და ნაყოფიერი გახლდათ,რაც რა თქმა უნდა დამეხმარა ცნობიერების ამაღლებაში.
რაც შეეხება ექსკურსიას, უდავოდ, ძალიან ვისიამოვნე, ვეწვიეთ ბოლნისის საკრებულოს, სადაც გვესაუბრეს თუ როგორ გვარდება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები.
ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს შესანიშნავი გამოცდილებისთვის.“
პროექტის შესახებ საუბრობს ნინი ნასყიდაშვილი:
,,მე ვარ ნინი ნასყიდაშვილი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე. მინდა გითხრათ. რომ ექსკურსია ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ბევრი ღირშესანიშნავი და ისტორიული ადგილი ვნახეთ.ამ ყველაფრით ვარ ძალიან კმაყოფილი, პროექტის პროცესში ძალიან გავერთე და ახალი მეგობრებიც შევიძინე.“
ავტორები: მარიამ სოსელია, ლიზი გიორგაძე.
Komentarze