,დიდგორელი''-უნიკალური საკონკურსო პროექტი,რომელიც თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების ფაქტობრივ ცოდნას,არამედ წარსულის ღრმად გააზრებას და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარებას.ისინი ახერხებენ ქართველი კლასიკოსების უკვდავი ნაწარმოებების შესწავლას,გაანალიზებას და დაკავშირებას ისტორიულ წარსულთან.პროექტი თავისი ფორმატით და შინაარსით პირდაპირ მიმართულია ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ბავშვებს პირველსა და მეორე ადგილზე სტიპენდია და სერტიპიკატები გადაეცათ, ხოლო ფინალის გამარჯვებული გახდა სულხან- საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, დიმიტრი თეიმურაზიანი, ინფორმაციას ბოლნისის სკოლა ავრცელებს.
ჩვენ გავესაუბრეთ დიმიტრის, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ამასთან დაკავშირებით გილოცავთ და გისურვებთ ულევ წარმატებას!
მაინტერესებს როგორი გრძნობა დაფეუფლათ, როცა გაიგეთ, რომ პროექტ "დიდგორელის" გამარჯვებული გახდით
- პირველ რიგში, არც მოველოდი, რომ გავიმარჯვებდი, რადგან საკუთარი თავისგან ვითხოვ მაქსიმუმს და თვითკრიტიკული ვარ და ამ ყველაფრის ფონზე იმდენად ვნერვიულობდი, რომ გამოცხადების დროს აღშფოთებისგან ყველანაირი ემოცია დამეთრგუნა... სახეზე ვერ შემატყობდით რა მდგომარეობაში ვიყავი და სუნთქვაც გამიხშირდა... ამაჟრჟორა და ეს მომენტი ძალზედ ემოციურად გადავიტანე... რისი ან ვისი დამსახურებაა ის რომ დღეს, თქვენ ამხელა წარმატებას მიაღწიეთ
- კონკრეტულად ამ პროექტში, გამარჯვება ჩემი ისტორიის პედაგოგის ნანა ქობულაძის დამსახურებაა, რადგან მან ჩემში დიდი შრომა და ენერგია ჩადო ... ხოლო ზოგადად ამდენ წარმატებას ვისი წყალობით მივაღწიე ვერ გეტყვით, რადგან ყველა ადამიანის მადლიერი ვარ ვინც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა...
რა არის თქვენი მიზანი ახლა?
- ახლა ჩემი მიზანია წარმატებით ჩავაბარო ერთიანი ეროვნული გამოცდები, გავხდე სტუდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავირიცხო.
რას ურჩევთ ახლანდელ თაობას, თუნდაც იმათ ვისაც უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს პროექტ "დიდგორელში"
- პირველ რიგში ვურჩევ, რომ არასდროს არ დანებდნენ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან მთავარი ის არ არის, რომ გაიმარჯვე, რადგან ამ გამარჯვების უკან ბევრი შრომა, მარცხი და შეცდომები იმალება, რომლითაც ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ... მთავარი არის მონაწილეობა, გამოცდილება და სწრაფვა შენი მიზნისკენ...
ავტორი: თეკლა ყაფლანიშვილი
Comments