top of page

,,როგორ და რატომ გავხდი მოხალისე"-თემა, რომელიც ახალგაზრდებში აქტუალობას არ კარგავს

თუ კაზრეთის N1საჯარო სკოლის სტატისტიკურ მაჩვენებელს გადავხედავთ,მაშინ ადვილად მივხვდებით,რომ სასწავლო სივრცეში უამრავი ბავშვია,ისეთი,რომელიც მუდმივ რეჟიმშია ჩართული როგორც სასკოლო ისევე არასასკოლო პროექტებსა და საქმიანობაში.მოხალისეობა,ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი საქმიანობა,რომელიც პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება ადამიანს.მოსწავლე ამ დროს გამოიმუშავებს ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს,როგორიცაა: კომუნიკაციის უნარი,საღი აზრის გამოხატვა,გარემოზე ზრუნვა,პოლიტიკასთან ურთიერთობა ,სხვადასხვა თემის დისკუსიებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.


კაზრეთში, კონკრეტულად კი N1 საჯარო სკოლაში, ფუნქციონირებს რამდენიმე კლუბი ,რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს,რომ ჩაერთნონ მოხალისეობრივ აქტივობებში, განახორციელონ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეცვალონ დაბა უკეთესობისკენ.სკოლაში მუშაობს


,, ეკოკლუბი ".მისი წევრები ხშირად აწყობენ დასუფთავებისა და საქველმოქმედო აქციებს,აგროვებენ პლასტმასის ბოთლებსა და ისეთ ნივთებს,რომელთა გადამუშავებაც შემდეგ არის შესაძლებელი,მათი მთავარი მიზანი ეკოლოგიის დაცვა და ამ უნარ-ჩვევის სხვებისთვის გაზიარებაა, აღსანიშნავია ისიც,რომ პროექტში ჩართულია სკოლის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი და მათი აქტიურობა,საშუალებას აძლევს გუნდს უფრო მეტი გააკეთოს სკოლისა და დაბისთვის .


ამის გარდა სასწავლო სივრცეში,ფუნქციონირებს კლუბი ,,საფიხვნო". რომლის ხელმძღვანელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგი,მარიამ ბერია გახლავთ.მისივე ორგანიზატორობით,კლუბი წევრებთან ერთად არაერთ მოხალისეობრივ საქმიანობას ანხორციელებს,ამზადებენ ბუკლეტებს,პოსტერებს,დგამენ ფორუმ თეატრებს,ისეთ თემებზე,როგორიცაა ადამიანთა უფლებები,ნაადრევი ქორწინება, გენდერული თანასწორობა, ფინანსური კრიზისი და ა.შ. . წერენ ინტერვიუებს და აძლევენ საშუალებას მოსწავლეებს,რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გამოხატონ დამოკიდებულება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე რომელიც გავლენას ახდენს სასკოლო თუ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაზე.კლუბი ეხმარება სკოლას,დაამსხვრიოს სტერეოტიპები,ამ საკითხთა წინ წამოწევას კი კლუბის წევრები სხვადასხვა გზებით ცდილობენ და წარმატებით ახერხებენ კიდეც.


მე-10ა კლასის მოსწავლე, ეკოკლუბის აქტიური მოხალისე,არაერთი პროექტისა თუ აქტივობის წარმატებული მონაწილე, მარიამ გვარაძე გახლავთ,რომელიც ,როგორც ცნობილია მოხვდა ფლექსის ნახევარფინალში, საკუთარ გამოცდილებაზე მოხალისეობასთან დაკავშირებით მარიამი კომენტარს აკეთებს:ფლექსზე სააპლიკაციო წელს მეორედ გავაგზავნე. პირველად, როცა დავწერე უბრალოდ გამოცდილება და ცნობიერების დონე მინდოდა გამეზარდა, რომ შემდეგი წლისთვის სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი ფლექს პროგრამას. რათქმაუნდა პირველ ცდაზე უარი მომივიდა, მაგრამ მე არც მეორე ცდაზე ველოდებოდი დადებით შედეგს. სწორედაც, რომ ყოველთვის ის ხდება, რასაც არ ელოდები.


ნინი მოსეშვილი ,ეკოკლუბის ერთ-ერთი აქტიური მოხალისე საუბრობს კლუბის ფუნქციონირებასა და მოხალისეობის მნიშვნელობაზე:

,,ჩვენი სკოლის ეკოკლუბი ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” ფარგლებში მესამე წელია აქტიურად ფუნქციონირებს. შედგება 9 წევრისა და 1 მასწავლებლისგან, თუმვა გვყავს უამრავი მოხალისე, რომლებთან ერთადაც ვახორციელებთ სხვადასხვა გარემოსდაცვით და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ აქტივობებს. კონკურსის ფარგლებში დაგროვებული ქულებით, უკვე მეორედ წარვადგინეთ ჩვენი სკოლა ნახევარფინალში. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მოტივაცია გვიჩნდება, რომ ვაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე წინა წლებში და საკუთარ დროსა და ენერგიას არ ვზოგავთ. ხანდახან საკმაოდ რთულია განახორციელო აქტივობები საკუთარ დატვირთულ რეჟიმთან ერთად, თუმცა საბოლოო შედეგით მიღებული კმაყოფილება დაღლილობასა და დახარჯულ ძალებს უტოლდება.


სწორედ ამ ახალგაზრდების ჩართულობა უწყობს ხელს,რომ სკოლა გახდეს უკეთესი და მისაბაძი სხვა სასწავლო დაწესებულებებისთვის,განვითარდეს სხვადახვა კუთხით და მოხალისეობრივმა საქმიანობამაც არ დაკარგოს აქტუალობა,რადგან სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი ძალა,რომელიც ხდის კონკრეტულ ადგილს მიმზიდველსა და გამორჩეულს. სკოლის მოსწავლეები კიდევ უამრავ სიახლეს ჰპირდებიან ყველას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ მართლაც რომ ძალიან სარგებლიანი საქმიანობის ნაყოფიერად განხორციელებაში.



ავტორი: მარიამ სოსელია

56 views

Comments


bottom of page