top of page

სად მიდის კორუფციის გზით მიღებული/გაცემული ფული? „ქართული ჯიგრული პონტის“ შედეგები....

სტატიას კორუფციის განმარტებით დავიწყებ: კორუფცია პირის მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის გამოყენებაა პირადი უპირატესობებისა და სარგებლის მიღების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს არის ძალაუფლების სათავში მყოფების მიერ „ქართულ ჯიგრულ პონტში" ხალხის ფულის სხვის ჯიბეში ჩადება .


ფოტო: link


კორუფცია 2000 წელზე მეტია, რაც არსებობს და იგი ყველა დიდი იმპერიის დამახასიათებელი ნიშანი იყო. მეტიც, კორუფცია მონარქიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო და მისი გამმართლებელი (ლეგიტიმაციის წყარო) ღმერთი იყო (მონარქი ამას იმით ამართლებდა, რომ ღმერთმა მისცა ამის უფლება). მონარქები საერთოდ არ წუხდებოდნენ, თავიანთ სასიკეთოდ ხალხისგან აღებულ თანხას რომ მოიხმარდნენ. ასე იყვნენ სხვა თანამდებობის პირებიც. მაგალითად, სხვადასხვა წყაროს ცნობებით მარკუს ლიცინიუს კრასუსი ფლობდა 200 მილიონ სესტერციუმს (ჟურნალ ფორბსის 2008 წ. თებერვლის გამოშვების მიხედვით 169.8 მილიარდი დოლარი). შეიძლება, თანხის უმეტესობა ბრძოლებიდან მოიპოვა, მაშინ აღნიშნული ქონება სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა.

ალბათ კრასუსისა და სხვა მონარქების მაგალითზე იტყვით, რომ ეს მაშინ "მოსული პონტი იყო", როგორც დღეს ზოგიერთი ხელისუფლების პირისთვის "ქართული ჯიგრული პონტია".

მოდი, გადმოვიდეთ 21-ე საუკუნეში და გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას.„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება.


კორუფციას ხელს უწობს დაბალი გამჭირვალობა, მოსახლეობის ნაკლები ინფორმულობა და პოლიტიკაში დაბალი ჩართულობა. ამის შემდეგ გექნებათ პასუხი, თუ რატომაა, რომ კორუპირებულ მთავრობებს განათლების სისტემის გაუმჯობესება „არ აწყობთ“.


ფოტო: link

და მაინც, რას იწვევს კორუფცია? კორუფცია იწვევს საზოგადოების უნდობლობას პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი, გადასახდების მიმართ უარყოფით შეხედულებას (ამას შეიძლება, ანარქიზმისკენ სვლაც კი ვუწოდოთ.)... მე პირადად, გადასახდების მიმართ მემარჯვენე შეხედულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, გადასახდების გადახდა ქვეყნისთვის აუცილებელია, რათა შემდეგ მან შეძლოს მისი დანიშნულების შესრულება. ყველაზე მთავარი, კორუფცია იწვევს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს და ეს ეროვნულ ვალუტაზეც აისახება . განვიხილოთ მაგალითი - სახელმწიფომ დაბეჭდა 20 000 ლარი რაიმე 10 000 პროდუქტის დასამზადებლად, ამის შემდეგ კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და არ აწარმოა აღნიშნული პროდუქტი, ამის გამო არავინ დასჯილა. უმეტესად ფიქრობენ, რომ ეს დანაშაული არავის ვნებს; მერე რა, თუ ვიღაცა ვახშამზე გემრიელად მოილხენს და ცნობილი ფრაზით იმშვიდებს თავს: "შენც რომ იყო ხელისუფლებაში, შენც მოიპარავდი". თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში არსებული თანხების რაოდენობა 20 000 ლარით გაიზარდა, ხოლო მის საპირწონედ არ იწარმოა შესაბამისი პროდუქტი, რაც გამოიწვევს ლარის ინფლაციას. ფაქტობრივად, კორუფციის გზით გამქრალი ფული ისევ უბრალო მოსახლეობასა და მომავალ თაობას აწვება, რადგან მის საპირწონედ ოდესმე პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომ ვალუტა იგივე ნიშნულს დაუბრუნდეს. 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოში ფასები საშუალოდ 13.9%-ით იყო გაზრდილი, ინფლაციამ 13.9% შეადგინა.


ამიტომ, სანამ ინფლაციას, კორუფციას და კორუმპირებული ადამიანების გამართლებას დაიწყებთ, ჯერ წარმოიდგინეთ ცხოვრება იმ ადამიანებისა, ყოველდღე გადარჩენისთვის (საკვები, შესაბამისი ელემენტარული გარემო, პირველადი მოხმარების ნივთები და სხვა) რომ იბრძვიან.





და ბოლოს, ბავშვს პირიდან ლუკმას გამოაცლიდი?

თუ არა, მაშინ კორუმპირებულებს ნუ გაამართლებთ იმით, რომ "მეც მასე მოვიქცეოდი" და საერთოდ ამაში "მოსაქცევი" და მისაბაძი არაფერია.



ავტორი: ლუკა ურუმაშვილი


114 views

Hozzászólások


bottom of page