მე პირადად ამ წიგნს ეკონომიკის 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადაზე გადავაწყდი, მთელი ოლიმპიადა სწორედ ამ წიგნზე იყო აწყობილი და მეც რათქმაუნდა ამ წიგნის წაკითხვა მომიწია. თავიდან 400 გვერდიანი წიგნი ძალიან რთული ჩანდა, როგორც ეკონომიკას ახასიათებს, თუმცა რაომდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მივხდი, თუ რასთან მქონდა საქმე.
წიგნში ძალიან მარტივი ენითა ახსნილი ეკონომიკური მოველენები, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა, რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში მას, რითი ზომავენ ეკონომიკას, ან საერთოდ როგორ, რაზეა დამოკიდებული ლარის ინფლაცია და ასე შემდეგ... თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ადამ სმიტის "უხილავი ხელია", პირადად მე გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე რომ შეიძლება ადამინი სიმდიდრისკენ პიროვნულად მისწრაფოდეს, თუმცა ყოველივე ამით სხვესაც ამდიდრებდეს და გაუაზრებლად ეხმარებოდეს ყოველივე ამით სხვებს, ასევე დამაფიქრა რელიგიაზე, შესაძლებელია, თუ არა რომ რელგიაში გარკვეული ციტატები ეკონომიკური მოტივის გამო ეწერესო, ან იქნებ სულაც იგი ადამიანთა ხელით არის დაწერილი, რათა ადამიანთა საერთო კეთილდღეობის მიიღწევა და მართვა ასე უფრო მარტივია.
წიგნი მოიცავს ოთხ თავს. პირველი სამი თავი ეხება თვითონ ეკონომიკას, ზოგადად ეკონომიკას, ფისაკლურ და მონეტარულ პოლიტიკას, თუმცა მეოთხე თავი გვასწავლის ფინანსებს, თუ როგორ მუშაობს ბანკები, როდის გვაწყობს სესხის აღება, როგორ დავიზღვიოთ თავი სხვადასხვა ფინანსური საშიშროებებისგან, როგორ მუშოაბს ანაბრების სისტემა და რატომ არის ''რთული საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა სამყაროში.''
საბოლოდ მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი გამოგზაურებთ იმ სამყაროში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მაგრამ დაგანახებთ სულ სხვა თვალით და აღმოაჩენთ, რომ ფული ეშმაკის მოგონილი არ არის.
ავტორი: ლუკა ურუმაშვილი
コメント