top of page

ფერიდე ტვილდიანი მუნიციპალიტეტის გენდერულ თემებზე საუბრობს

„2010 წელს გაეროს ქალთა ორიგანიზაციამ და გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ თავიანთი ძალები გააერთიანეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქმეში კომპანიების დასახმარებლად. შედეგად შეიქმნა ქალთა გაძლიერების პრინციპები: „თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ და ეს შვიდი პრინციპი ქმნის საბაზისო სისტემას, რომელიც დიდ და მცირე ზომის კომპანიებს სამუშაო ადგილებზე, ბაზარსა და თემში ქალთა გაძლიერების საქმეში უხელმძღვანელებს.“(წყარო:UN WOMEN)

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების კუთხით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ტარდება, მუნიციპალიტეტში საინტერესოა საზოგადოება რამდენადაა ჩართული გენდერული თემების მიმართ და ქალთა გაძლიერების კუთხით, საზოგადოებისთვის რამდენად მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს ეს თემები, ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე გვიპასუხებს მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრი ქ-ნი ფერიდე ტვილდიანი:


-რა ღონისძიებები ტარდება მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით?


-ქალებს, ისევე როგორც კაცებს უფლება გვაქვს, ვიცხოვროთ ღირსეულად, ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.მნიშვნელოვანია, ქალები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით საკრებულოში შევედი ინიციატივით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის და მათი მონაწილეობის გაზრდის მიზნით ცვლილება შევიტანეთ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილებაში“


ცვლილება ითვალისწინებს - დადგენილების მე-10 მუხლის პირველ პუნქტში დაემატოს ჩანაწერი, რომ საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება დამსწრეთა რაოდენობის 30% განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.


მადლობა კოლეგებს და ყველა ადამიანს ვინც ჩემი ეს ინიციატივა მოიწონა , გაიგო მისი მნიშვნელობა და დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვთქვით , ამ შემთხვევაში თვითმმართველობამ, ჩვენმა გუნდმა, რომ ქალის ხმა მნიშვნელოვანია და მათი საჭიროებების გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარდა ამისა იცით თქვენ, რომ ასევე არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო სადაც საკრებულოს წევრები, სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების (მერიის) თანამშრომლები ერთობლივად ვმუშაობთ თანასწორი გარემოს შექმნაზე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საბჭო აქტიურად ვხვდებით ქალებს ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ მათ მიერ დასმული საკითხების მოგვარებას/ ადვოკატირებას. ასევე, ვცდილობთ წარმოვაჩინოთ წააარმატებული ქალები და გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, რათა სხვა ქალებს მივცეთ მოტივაცია ამ მიზნითაც არაერთი ღონისძიება გავმართეთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ხელმომწერია „ევროპული ქარტიის ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“, რაც გამიზნულია ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობებისთვის, რომლებიც მოწვეულნი არიან, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რათა ფორმალურად და საჯაროდ დაადასტურონ ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის პრინციპისადმი ერთგულება და საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში დანერგონ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები.


-არის თუ არა აქტიურობა საზოგადოების მხრიდან მონაწილეობა მიიღონ გენდერული თანასწორობისთვის?


-თუ გასულ წლებს გადავხედავთ ამ მიმართულებითაც დადებითი დინამიკა გვაქვს თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი გამოირჩევა აქტიურობით. ამ მხრივ გამოვყოფ ბოლნისში მომუშავე სამოქალაქო სექტორს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობით და დამოუკიდებელი პროექტების განხორციელებით ცდილობენ გენდერული თანასწორობის მიღწევას.


-რამდენად შედეგიანია ის ქმედებები, რომლებიც გენდერული თანასწორობისთვის ტარდება?


-ვფიქრობ, რომ დღეს განხორციელებული ქმედება ხვალ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მოგვცემს. ვინაიდან წლებთან ერთად დაკვირვებით ვხედავთ, რომ გვაქვს წარმატებები და პოზიტიური მაგალითები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ქალთა გაძლიერებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შეიქმნა გენდერული თანაშემწის შტატი, რომელიც ფუნქცია-მოვალეობის შესაბამისად მუშაობდა ქალის გააქტიურებაზე, 2015 -2016წწ „სოფლის განვითარების პროგრამის „ ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების შერჩევის პროცესში მოუსმინეს და „ ქალის ხმამ მნიშვნელობა შეიძინა“. 2015 წლიდან. ასევე, მოქმედებს მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ , რომელიც არაერთ სერვიზს სთავაზობს ქალს. ესაა: ბიბლიოთეკა, ბავშვთა კუთხე, ინტერნეტი და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაცია. 2017 წლიდან კი შეიქმნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იყო , რომელსაც ჰქონდა გენდერულ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია (რომელიც დაიწერა 2017 წ.) 2020 წლის 1 სექტემბრიდან კი შეიქმნა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება.


-მოგვიყევით, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“-ის შესახებ, რის ფარგლებში ტარდება და რას ემსახურება აღნიშნული კამპანია?


- „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ქალებში, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.


„ვარდისფერი ოქტომბერი“, როგორც ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიომ 1985 წელს გამოაცხადა. და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება . ისევე, როგორც შარშან წელსაც არაერთი პერფორმანსი თუ საინფორმაციო შეხვედრა ჩავატარეთ ბოლნისში. კულტურის სახლი სიმბოლურად ერთი დღით ვარდისფრათ გავანათეთ, ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები და ქალებს ვესაუბრეთ სკრინინგის მნიშნელობაზე, ქალაქის ცენტრში მოვაწყვეთ პერფორმნსი გავუშვით ვარდისფერი კვამლი და ბუშტები, რითაც ქალებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ადრეული, დროული დიაგნოსტირება მეტ წილად განაპირობებს მათი სიცოცხლის გადარჩენას. კამპანიის დასკვნით ეტაპზე, კი ბოლნისში უფასო სკრინინგი ჩატარდა.

-ვისი ინიციატივა იყო ეს კამპანია? რას მოიცავდა „ვარდისფერი ოქტომბერი“-ის კამპანია?


„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს უკვე ორი წელია უერთდება და სწორედ მათი ინიციატივით ბოლო 2 წელია მასშტაბურად ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვე. ამ ღონისძიებების მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქალმა ჩაიტაროს გეგმური სკრინინგი.

-დაგეგმილია თუ არა მომავალში რაიმე ღონისძიება ქალთა გაძლიერების კუთხით?


-აღსანიშნავია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დამტკიცებული აქვს 2022-2024წწ. „გენდერულ ღონისძიებათა“ სამოქმედო გეგმა,რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ მუნიციპალიტეტის ფართო საზოდაგოების ცნობიერების ამაღლებას. ქალთა გაძლიერების, მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის ხელშეწყობა. გენდერული საკითხების პოპულარიზაცია , როგორც შიდა ისე გარე აუდიტორიაში და თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა . პირველი ამოსავალი წერტილი საკუთარი უფლებების ცოდნაა, მინდა ვთქა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლება , როცა შეიარაღებული ვართ ინფორმაციითა და ცოდნით უკეთ შევძლებთ საკუთარი უფლებებისა თუ სხვისი უფლებების დაცვას. იცით თქვენ, რომ გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვთ. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ ( მუნიციპალიტეტებმა) შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანამიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული სახელმწიფო და მუნიციპალური გენდერული პოლიტიკა ქალების, კაცების, ბიჭებისა და გოგოებისთვის და მათთან ერთად. მიხარია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ის სერვისები, რაც არსებობს ქალების სასიკეთოდ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით უწყვეტი საინფორმაციო კამპაანიები.


გენდერული თანასწორობის საბჭო ახორციელებს ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად და უზრუნველყოფს ქალისა და კაცის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის მიღწევის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბება-განხორციელებას.


გენდერული თანასწორობის გაძლიერება ყველა მიმართულებით: სოციალური , კულტურული, ეკონომიკური თუ სპორტული აქტივობები. იგულისხმება გენდერული მეინსტრინინგის განხორციელება გენდერული საბჭოს (ასევე თვითმმართველობის პოლიტიკის შემუშავების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში უნდა დაიხვეწოს თვითმმართველობაში (მერიასა და საკრებულოში) სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი - როგორც მუნიციპალური პროგრამების მოსარგებლე ბენეფიციარების ასევე თანამშრომელთა შესახებ .


ანალიზი, საშუალებას მისცემს თვითმმართველობას , შეაფასოს საკუთარი საქმიანობის


ეფექტიანობა ქალების, გოგოების, კაცებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების დაკმაყოფილების კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ შეაფასოს თანამშრომელთა (საჯარო მოხელეთა) გენდერული ბალანსი, მათ შორის თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, ეკონომიკური ძალადობის აღმოფხვრა ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა კი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.


მნიშვნელოვანია, მოხდეს ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა , ამისათვის საჭიროა ქალთა ინფორმირებულობა სახელმწიფო პროგრამებისა და მათი უფლებების შესახებ. ასევე, თუ რას ნიშნავს კოპერატივი და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ის. გახდნენ ფერმერები. მნიშვნელოვანია , მოხდეს ამ მიმართულებით წარმატებული მაგალთების გაზიარება და უკვე მოქმედი ფერმერერი ქალების შეხვედრა ამ საკითხით დაინტერესებულ ქალებს. მოხდეს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამის შემუშავება.


ავტორი: მარიამ გვარაძე

72 views

Σχόλια


bottom of page