top of page

ფრენბურთის ტურნირი კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში

გოგოების ჩართულობა სპორტში და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კაზრეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდული პროექტის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ფრენბურთის გუნდი გოგოებისთვის.

აგვისტოდან დღემდე ეს პროექტი ატქიურად მიმდინარეობს დაბაში და დღესდღეობით უკვე მე - II ნაკადს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ტურნირში, რომელიც 26 იანვარს გაიმართა. საკმაოდ ბევრი გოგონა არის ჩართული ამ აქტივობაში, რომლებსაც ყავთ ხელმძღვანელი და მწვრთნელი. ჩვენ გავსაუბრეთ გუნდის ხელმძღვანელს:

ლიკა სიმონიშვილი:

„ეს პროექტი დაიწერა მაისის თვეში, თუმცა ინვენტარის დაგვიანების გამო ყველაფერი დაიწყო აგვისტოს თვეში და დღემდე მიმდინარეობს. ჯერ გვყვავდა პირველი ნაკადი, დღეს ტურნირის მონაწილეები კი მეორე ნაკადი არიან.

ჯგუფების ხელმძღვანელობა ძალიან სასიამოვნოა, ასევე, მათთვის არა მხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ მეგობარიც ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ხელმძღვანელი ვარ, პატივისცემა ჩემს მიმართ მეტია და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ამ პროქტში. როგორც ხელმძღვანელი, როცა საჭიროა ვბრაობ, ხოლო როცა საჭიროა მეგობრულიც ვარ.

საბოლოოჯამში კი კმაყოფილი ვარ, თანაც, ახლა ამ ტურნირს არ ჩავატარებდი, გუნდი თუ მზად არ იქნებოდა ამ ყველაფრისთვის.

რადგანაც კაზრეთში გოგოებისთვის არაფერი არ იყო, ზუსტად ეს იყო მიზეზი რის გამოც წამოვიწყეთ ეს პროექტი და გვინდოდა მიგვეცა შესაძლებლობა გოგოებისთვის რომ დაენახათ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის რაც შეუძლიათ ბიჭებს. მგონია, სპორტის მხრივ განვითარება არავის არ აწყენს და ახალი პროექტი დაბაში სადაც ბევრი აქტივობები არ არის სპორტული მხრივ, ურიგო არ იქნება.“



როგორც ჩანს, დაფინანსებული პროექტი დიდი გამოცდილებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა იყო ხელმძღვანელისთვის. ამ ტურნირზე არა მარტო მისი, არამედ მონაწილისა და დაფინანსებულ პროქტში ერთ - ერთი აქტიური მონაწილის გამოკითხვის შესაძლებლობაც გვქონდა.


ერთ ერთი მონაწილის, თათია თაყნიაშვილის შთაბეჭდილებები შემდეგნაირია:

„ ეს გახლავთ გოგოების ფრენბურთის გუნდი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თუ მონაწილეობას მივიღებდი და საკუთარ თავს გავცდიდი, თანაც გავიგებდი, რამდენად ძლიერი ვიყავი, ამასთან ერთად დიდ გამოცდილებას მივიღებდი.

ფრენბურთის სასწავლად ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა, ეს პროცესი ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ყოველდღიური შრომის შედეგად კი ძალიან კარგ შედეგამდე მოვედით, ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ.

თავიდან ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდოდა ეს ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ არანაირი სახის გამოცდილება არ მქონდა ამ კუთხით, მაგრამ როდესაც დავიწყე და მივყევი ვარჯიშსს, ძალიან მომეწონა და დღესდღეობით უკვე კარგად ვთამაშობ...

ამის შემდგომ აუცილებლად მივიღბ მონაწილეობას მსგავსი სახის პროექტებში, ძალიან მომწონს ასეთი აქტივობები და ასე თუ ისე კარგია განვითარებისთვის.“



მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან თავიანთი დადებული შედეგითა და ზოგადად შსესაძლებლობით, რომელიც Care Caucasus - მა მისცა მათ...

ამას გარდა, ჩვენ გავესაუბრეთ ერთ - ერთ ახლგაზრდას, რომელმაც ლიკასთან ერთად დაწერა საგრანტო კონკურსი და ამის საშუალებით მოიპოვეს დაფინანსება.

თემო ლეკიშვილი:

„ეს პროექტი შეიქმნა საგრანტო კონკურსის გამოცხადებით,რომელიც გამოაცხადა ორგანიზაცია care caucasus-მა. მე და ჩემმა გუნდის წევრებმა წარვადგინეთ სამი პროექტი და ერთ-ერთი იყო გოგონათა ფრენბურთი, რომელიც დაფინანსდა და წარმატებით მიმდინარეობს დღემდე.

ძალიან მნიშვნელოვანია დაბაში მსგავსი სახის აქტივობები,რადგან საჭიროა ახალგაზრდებმა პროდუქტიულად დახარჯონ დრო და მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი თავის განვითარებას, გარდა ამისა, ეს ყველაფერი საჭიროა ახალგაზრდული რუტინული ცხოვრების გახალისებისთვის.“



პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.



საბოლოო ჯამში, ტურნირმა კარგად ჩაიარა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა თამაშის მსვლელობას და გულშემატკივრობდნენ ნომაწილეებს.

რათქმაუნდა, კაზრეთში სპორტის მხრივ ახალგაზრდების განვითარება და არამარტო სპორტის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ამაზე თითოეულმა აქ მცხოვრებმა უნდა იფიქროს.

Kazretipress ახლო მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო და საინფორმაციო სახის სტიატიას, ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ - გვერდს. მადლობა ყურადღებისთვის.

ავტორი: ანანო ავქოფაშვილი

30 views

Comments


bottom of page