top of page

,,ღია კარის დღე” N1 საჯარო სკოლაში

24 მარტს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლამ მოაწყო ,,ღია კარის დღე’’ ტანზიციის ფარგლებში. Მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოიწვიეს მშობლები სკოლაში, რათა გაეცნოთ მათთვის თუ რა დადებითი მხარეები აქვს N1საჯარო სკლაში სწავლას?Რას აკეთებენ მოწავლეები მთელი 12 წლის მანძლზე?Მათ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, პირველკლასელთა მასწავლებლები ნათია ვარძლაშვილი და დენიზა ხმალაძე.Მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლაში არსებულ, დებატკლუბზე, სამოქალაქო განათლების კლუბ ,,საფიხვნოზე’’, ეკოკლუბზე, ეკოსკოლაზე და ყველა იმ გაცვლით პროგრამასა თუ პროექტზე სადაც სკოლაა ჩართული.


Აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლების მხრიდან წამოვიდა საკმაოდ დადებითი კომენტარები, როგორიცაა: ,, მე ვარ ბედნიერი, რადგან ვიცი, რომ ამ სკოლაში ჩემი შვილები საიმედო ხელში არიან”. ,,ჩემს პირველ შვილს ვატარებ ნათია ვარძლაშვილთან, მეორესაც ნათია მასწავლებელთან მოუწია რამაც ძალიან გამახარა.’’ ,,მე აქ ვატარებ პირველ ბავშვს და სურვილი მქონდა მეორეც აქ მომეყვანა, რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ შდეგით. Დიდი მადლობა სკოლს, რადგან ასეთი მონდომებით არიან ჩვენი შვილების აღზრდა-განვითარებაში ჩართულნი.


Ხოლო პრეზენტატორები საუბრობენ:

,,Ამ დღის მიზანი, იყო მომავალ პირველ კლასელებს და მათ მშობლებს გაეცნოთ პირველი საჯარო სკოლა და ჰქონოდათ ინფორმაცია რა ხდება სკოლაში. ამ დღის საშუალებით მშობლებმა გაიგეს თუ სად ისწავლიან მათი შვილები და როგორი აქტიურები შეუძლიათ იყვნენ ისინი მომავალში. ჩვენს სკოლაში მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ ხშირია, სადაც მონაწილეობას იღებენ, როგორც უფროსი ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ჩემთვის ეს დღე საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან მქონდა შესაძლებლობა მშობლებისთვის მესაუბრა ჩვენი სკოლის წარმათებასა და მიღწევებზე.” ,,ვფიქრობთ რომ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს სად სწავლობენ მათი შვილები,ამიტომ ვცდილობთ შეძლების და გვარად ჩავატაროთ ხოლმე ასეთი ღონისძიებები დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა,მშობლები კმაყოფილები დარჩნენ და რაც მთავარია მომავალი მოსწავლეები გავახარეთ”.

ავტორი: ნანი გოჩაძე

ფოტო: ნინი სიმონიშვილი

32 views

Comments


bottom of page