24-25 თებერვალს ბოლნისის მერიაში შეხვედრები ჩატარდა თემაზე:"ევროკავშირი", სადაც მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. პირველი დღე მოთელვით დაიწყო, ელჩებმა გააცნეს ინფორმაცია ახალგაზრდა ევროპის ელჩებზე და ევროკავშირზე. მეორე დღეს ელჩებთან ერთად მოწვეული იყო მენტორი ირინა მიქავა. ითამაშეს ძალიან საინტერესო თამაშები BOARD GAME "ევროპის გზა", რომლითაც ძალიან მოიხიბლნენ მონაწილეები.
ამ დღეებთან დაკავშირებით ისაუბრებს ერთ-ერთი მოწვეული ელჩი ლუკა გაბიძაშვილი, რომელიც გვიყვება თავისი გამოცდილების შესახებ:
"ახალგაზრდა ევროპელი ელჩი სულ რამდენიმე თვეა გავხდი, სანამ გავხდებოდი აქტიურად ვერთვებოდი სხვა ელჩების ინიციატივებში, თუმცა ჩემი პირველი აქტივობა ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატით 24-25 თებერვალს განხორციელდა, ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭოს დახმარებით, რომლის თავჯდომარეც ვარ. ამ ორი მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენებით შედგა ორდღიანი საინტერესო აქტივობა ევროკავშირის შესახებ, სადაც ვისაუბრეთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, საერთო წარსულსა და მნიშვნელოვან საერთო მიზნებზე, კანდიდატის სტატუსზე, ევროკავშირის გაცვლით საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. იყო მცირე შეჯიბრებები და გამარჯვებულების დაჯილდოვებები. ახალგაზრდული საბჭო განაგრძობს ახალი ინიციატივებისა და შესაძლევლობების მხარდაჭერას ბოლნისში და თავადაც გეგმავს ბევრ საინტერესო აქტივობების ორგანიზებას ჩვენ მუნიციპალიტეტში."
მეორე ევროპელი ელჩი, რომელიც იყო მოწვეული, არის ნატალი ჯაფარიძე:
",,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია “ - ეს ევროკავშირის დევიზია და ვფიქრობ, რომ განსხვავებული და უნიკალური ახალგაზრდები შეძლებენ შეცვალონ მომავალი. ჩვენი მიზანია, ისინი აღმოვაჩინოთ, გავიცნოთ და მივცეთ ბიძგი, რომ გახდნენ მონაწილეები მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის. ვფიქრობ, ერთიანობა საერთო ღირებულებებშია, ამიტომ ვუზიარებთ მომავალ თაობას ევროკავშირის ღირებულებებს, რომლებიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, სამართლის უზენაესობაზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, დემოკრატიასა და თანასწორობაზე.
გარდა იმისა, რომ ვაცნობთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს ახალგაზრდებს და რა შესაძლებლობები ეძლევათ, ასევე ვსაუბრობთ იმაზე, თუ რისი მომცემია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება და რატომაა დღესდღეობით ჩვენთვის ეს მიზანი მნიშვმელოვანი."
ასევე ირინა მიქავა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორი გვზირებს აზრს:
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ქალაქის და სოფლების სკოლებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთან, ჩვენი ბოლო პროექტის მიზანი ინფორმირებულობის გაზრდა იყო, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდისთვის, ამიტომ შეიძლება, ითქვას, რომ ეს ორი დღე შედგა, ვინაიდან თითქმის მთლიანი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ აქტიურად ჩართულნი მონაწილეები.”
სოფო ყაფლანიშვილი, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს თავჯდომარის მოადგილე და პიარმენეჯერ:
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ქალაქის და სოფლების სკოლებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთში, ჩვენი ბოლო პროექტის მიზანი ინფორმირებულობის გაზრდა იყო სხვადასხვა აქტივობების გზით, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდისთვის, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ეს ორი დღე შედგა, ვინაიდან თითქმის მთლიანი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ აქტიურად ჩართული მონაწილეები.”
ჩატარდა სხვადასხვა გუნდური აქტივობები/შეჯიბრებები:
1. პირველი აქტივობა გუნდურ თამაშს მოიცავდა, ე.წ. ,,მითია თუ რეალობა” , რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ახალგაზრდებს აძლევდა ცრუ ან რეალურ ინფორმაციას, ის შემდგომში უნდა გაემიჯნათ და დაემოწმებინათ სანდო წყაროთი, რასაც ბავშვებმა სრულად გაართვეს თავი.
2. Kahoot- ის მეშვეობით შევამოწმეთ ახალგაზრდების ცოდნა და ის, თუ რამდენად აითვისეს წინა დღეს გაზიარებული ინფორმაცია. გამოვლინდა გამარჯვებული, მე-2 და მე-3 ადგილოსნები- მათ გადაეცათ პრიზები.
3. ასევე ჩატარდა გათამაშება/დებატები, რომლებშიც ახალგაზრდები წარმოდგენილნი იყვნენ ოპოზიციის, მთავრობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში.
4. ბოლოს კი ითამაშეს სამაგიდო თამაში ,, ევროპის გზა”, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ევროპის კავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სახალისო მეთოდითა და ინტერაქციული ელემენტებით.
ავტორი: ელენე გოჩაძე
Comentarios