top of page

,,ჩემი რჩევა იქნება,რომ მომავალი თაობის ბავშვები იყვნენ შრომისმოყვარეები...''-ამბობს ქალბატონი ლელა.


,,ჩემი რჩევა იქნება,რომ მომავალი თაობის ბავშვები იყვნენ შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,არასდროს არ დანებდეთ და არ შეუშნდეთ სირთულეებს,თუ ერთხელ შეგეშალა,ეს არ ნიშნავს,რომ ყველაფერი დასრულდა,პირიქით ,სწორედ ამის შემდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა შენი მიზნის რეალობად ქცევისთვის''.-ამბობს

ქალბატონი ლელა.’’

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის

პედაგოგი, VIIIგ კლასის ხელმძღვანელი ლელა წიკლაური.ინტერვიუში იგი საუბრობს, საკუთარ გამოცდილებებზე,შეხედულებებზე მასწავლებლობასათან და ზოგადად განათლების სისტემასთან დაკავშირებით,მომავალ თაობას აძლევს რჩევებს და უზიარებს მოსაზრებებს,რომლებიც მათ სამომავლოდ,წინსვლასა და წარმატების მიღწევაში და ასევე სამაგალითო ინდივიდებად ჩამოყალიბებაში გამოადგებათ.



ქალბატონო ლელა,მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ,რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?ბავშვობიდან ფიქრობდით ამ პროფესიაზე,თუ უშუალოდ შემდგომ პერიოდში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?


,,პირველრიგში ძალიან დიდი მადლობა,რომ ინტერვიუს ჩასაწერად მომიწვიეთ,ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.ვერ ვიტყვი,რომ პედაგოგობა ჩემი საოცნებო პროფესია იყო,შესაბამისად არასდროს არ მქონია განსაკუთრებული სურვილი,რომ სამომავლოდ სწორედ მასწავლებელი გავმხდარიყავი.დედაჩემი გახლავთ პედაგოგი და როდესაც მის საქმიანობას ვაკვირდებოდი, დიდი სიამოვნებით წარმოვიდგენდი ჩემს თავს პედაგოგის ამპლუაში.ყოველთვის ვოცნებობდი,რომ შემაჯამებლების რვეულები მქონოდა და დედაჩემის მსგავსად გამესწორებინა ისინი.რაც შეეხება,იმას,თუ როგორ აღმოვჩნდი ამ სფეროში,მე ჩავაბარე სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში,მაშინ ყველამ მირჩია,რომ ამერჩია,იმ დროისთვის ქალისთვის ყველაზე მეტად მისაღები პროფესია,რომელიც პედაგოგობა გახლდათ,სწორედ ასე და ამგვარად გავხდი მასწავლებელი.“




თქვენი აზრით,რა აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებით უნდა იყოს შემკული პედაგოგი,როგორ ახსნით ყველანაირად შემდგარი პედაგოგის ე.წ ფენომენს?


,,ვფიქრობ,ყველაზე მთავარი არის ის,რომ მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები და დადებითად უნდა იყოს განწყობილი მათ მიმართ.თუ მას ბავშვები არ უყვარს და არ შეუძლია მათთან ურთიერთობა,მაშინ იგი ვერ იმუშავებს სკოლაში,რადგან პედაგოგის ძირითადი მოვალეობა,სწორედაც,რომ ბავშვებთან ურთიერთობაა.

ასევე,აუცილებლად უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს გულითა და მონდომებით.ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება,გახლავთ,გულწრფელობა და გულახდილობა მოსწავლეების მიმართ,სამაგალითო პედაგოგი არ უნდა ატყუებდეს ბავშვებს.თუ გულახდილი ხარ აუცილებლად იგრძნობენ მოსწავლეები ამას,რადგან ზოგადად ბავშვს ვერასდროს ვერ მოატყუებ.ვფიქრობ,როდესაც ეს ყველა თვისება ახასიათებს პედაგოგს,ბავშვებიც იღებენ მას ისეთს როგორიც არის და აფასებენ მასწავლებლის გულახდილობას,საკუთარი საქმის და ასევე მოსწავლეების სიყვარულს.’’


რა ვალდებულებებთან არის დაკავშირებული მასწავლებლობა?როგორ ფიქრობთ,ქართული ენისა და ზოგადად კონკრეტული საგნის გარდა სასკოლო გარემოში,უნდა ისწავლებოდეს თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,რაც არის კავშირში მოზარდის სამაგალითო პიროვნებად ჩამოყალიბებასთან?


,,მასწავლებლობა,არის დაკავშირებული უდიდეს პასუხისმგებლობასთან და ძალიან დიდ ვალდებულებებთან.პირველრიგში,იმიტომ,რომ შენ,როგორც პედაგოგს განდობენ ბავშვებს,მათ განათლებასა და ცოდნის გაუმჯობესებას.ასევე,ცხადია,რომ ყველა ბავშვი არის თავისებურად განსხვავებული და შესაძლოა მასწავლებლის ერთმა სიტყვამ,ერთმა ქმედებამ და ნაბიჯმა,ან სწორ გზაზე დააყენოს ის,წარმატების მიღწევაში დაეხმაროს და მის ცხოვრებაში იქცეს ნათელ წერტილად. ან პირიქით,ხელი შუწყოს მის უღირს ინდივიდად ჩამოყალიბებას და არასწორი გზით სვლის პროცესს.ბავშვი არის იმდენად ფაქიზი,რომ მასთან ურთიერთობა,არის ძალიან რთული,ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნო,შეიძლება ერთ კონკრეტულ სიტყვას არ მიაქციო ყურადღება,რამაც შესაძლოა უდიდესი გავლენა იქონიოს მოსწავლის ,როგორც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,ასევე სამომავლო ,კარიერულ საკითხებზეც,ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და განვსაზღვროთ წინასწარ,თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ .’’




ავტორი: მარიამ სოსელია


26 views
bottom of page