top of page

კონფორმულობა და აპოლიტიკურობა

Updated: 5 days ago

კონფორმულობა - ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობა სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;

აპოლიტიკურობა - პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფითი დამოკიდებულება;


"გამბედაობის საპირისპირო არ არის სიმხდალე, ეს არის კონფორმულობა. მკვდარ თევზსაც კი შეუძლია დინებასთან ერთად წავიდეს." - ჯიმ ჰაიტაუერი



ფოტო: https://miro.medium.com/v2/resize:fit:786/format:webp/1*vT-ll0ZrWNzp4sZFEgtEuw.jpeg

წლების წინ ჩატარდა კვლევა, რომელიც სლომონ ეშის სახელითაა ცნობილი და რომელშიც ასახულია კონფორმულობის მაგალითი. ექსპერიმენტში მონაწილეებს უნდა დაესახელებინათ საკუთარი მოსაზრება, თუ რომელი ვარიანტი იყო უფრო მსგავსი მოცემულ ხაზთან შედარებით. ერთ-ერთი ვარიანტის დროს ოთხმა მონაწილემ წინასწარ იცოდა, თუ რა უნდა დაესახელებინა, ხოლო ერთი დაკვირვების ქვეშ იყო. გამონაკლისების გარდა, უმეტეს შემთხვევაში იმ ერთმა ადამიანმა, რომელმაც წინასწარ არ იცოდა, თუ რა უნდა ეთქვა, უარი თქვა საკუთარ მოსაზრებაზე და სხვებს მიბაძა. ასვე ვიხილეთ ვარიანტი, რომლის დროსაც თუ კი სამი სხვა პასუხს დაასახელებდა, ხოლო მეოთხე იმ ვარიანტს, რომელსაც მეხუთე ფიქრობდა, მაშინ მეხუთე აღარ ბაძავდა დანარჩენ სამს და თავისუფლად აფიქსირებდა თავის აზრს. მოცემული კვლევიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ გარკვეულ წილად ადამიანს არ სურს უმრავლესობის წინაღმდეგ წასვლა, მისთვის ბევრად კომფორტულია (მისი კომფორტის ზონაა), თუ იგი უმრავლესობის მხარეს იდგება.





ფოტო: https://i.pinimg.com/564x/c0/04/da/c004da24b746f95dea8ef4304f58804e.jpg

აღნიშნული მაგალითი ასახავს ინდივიდის ცხოვრებაში სოციუმის როლს. ადამიანი ბევრ თვისებას სოციუმისგან იღებს. ჩემი აზრით, კვლევის ასეთი შედეგი მიღების მიზეზები ჯერ კიდე წარსულში უნდა ვეძიოთ, საუკუნეების მანძილზე სოციუმისთვის/თემისთვის/ქვეყნისთვის მიუღებელი იყო ინდივიდი, მეტიც, ნებისმიერს ვინც კი განსხვავებულ აზრს გამოხატავდა შეიძლება, მსხვერპლი გამხდარიყო. ვგონებ, ადამიანის გენეტიკაშია გამჯდარი უმრავლესობისკენ დგომა. ნამდვილად, რომ რთულია მარტომ იბრძოლო.






ფოტო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=404689808592615&set=pb.100071547960571.-2207520000&type=3

აღნიშნულ ექსპერიმენტი პარალელია არჩევნების პროცესისა. კომფორმულობად შეიძლება მივიჩნიოთ ფოტოზე აღნიშნული მოვლენა. ამერიკლებეის 18% ხმას იმ საპრეზიდენტო კადიდატს მისცემს, ვისაც ტეილორ სვიფტი დაუჭერს მხარს. ტეილორ სვიფტს ტრამპი ძალიან არ მოსწონს, ასევე მეც ბაიდენის მომხრე ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არ მიმაჩნია სწორ მიდგომად აღნიშნული ფაქტი, არ შეიძლება ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგელობა სხვა ადამინს მივანდოთ.





მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ადამინებს ურჩევნიათ უმრავლესობის მხარეს იდგეს, ან თუ თავისი აზრის გამოხატვის ეშინია, იგი მიმართავს უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ფრაზით -„მე აპოლიტიკური ვარ“.




ფოტო: https://i.pinimg.com/564x/73/ea/da/73eada638aff24a98f224363e33e35b8.jpg

სიტყვები "მე აპოლტიკური ვარ" ერთი შეხვედით, შეიძლება პრიოვნებისთვის არაფრის მომცემი სიტყვებია, ეს ანარქიზმისკენ (უმეტესად ცრუ-ანარქიზმისკენ) სვლაც კი არის. აპოლიტიკურობით და პოლიტიკს აურყოფით არაფერი შეიცვლება, როგორც ჩვენთვის განიცდის ლარის კურსი ინფლაციას, ძვირდება პროდუქტი და ყოველდღე ვაწყდებით სხვადასხვა გამოწვევებს, ანოლიგიურად უწევთ ცხოვრება აპოლიტიკურებს. აპოლიტიკოსებმაც პრდუქტში გაზდილი საფასური უნდა გადაიხადონ ასევე. აპოლიტიკოსებისგან ხშირად მოვისმენთ ფრაზებს: "პოლიტიკა ბინძურია", "პოლიტიკას მოგება არავისთვის მოუტანია", "პოლიტიკა მხოლო პოლიტიკოსებისთვისა" (რაც ტოტალიტარული სახელმწფოს მთავარი მიზანია, რომ ყველამ უარი ვთქვათ პოლიტიკაზე და მხოლო ზემდგომებმა მიიღონ გადაწყვეტილებები.), "შენ ვერაფერს შეცვლი" და ასე შემდეგ... რაც ყოველივე ეს სისულელეა, შეიძელბა პოლიტიკა ვუარყოთ, მაგრამ პოლიტიკის ჩარჩოებს ვერ გავცდებით, თითეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც აისახება ყოველდღე ჩვენზე.


"მე აპოლიტიკური ვარ" არც პოლიტიკური პოზიცის დასამალ არის გონივრული. თუ გსურთ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულება დამალოთ, არ არის საჭირო მაინც და მაინც აპოლიტიკური იყოთ, ამას ჯობია ისევ თავი შეიკავოთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების ღიად თქმისგან. შეიძლება, ასე თქვენ თავს ინიღბავთ, მაგრამ შეიძელბა ეს ვიღაცითვის მოსაწონი, მისაღები აღმოჩნდეს და თავისი თავიც აპოლიტიკურად აღიქვას.


ფოტო: https://i.pinimg.com/564x/ec/6a/ab/ec6aaba2882a02c131daa87297835238.jpg

ყველამ ჩვენი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და მთელი პასუხისმგებლობით მოვეჭიდოთ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ჰიბრიდული (გარდამავალი) დემოკრატია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ წილად საქართველოში შეინიშნება გარკვეული ჯგუფების უარყოფითი ჩარება და ზემოქმედება. სწორედ უარყოფითი შედეგებისა და დემოკრატის შენებისთვის აუციელბელია თითეული მოქალაქის ჩართულობა პოლიტიკურ საკითხებშიც.


ავტორი: ლუკა ურუმაშვილი

24 views

Recent Posts

See All

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე Erasmus+ პროექტის ფარგლებში გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში გაემგზავრება.

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და kazretipress დაფუძნებელი, ლუკა ურუმაშვილი Erasmus+ პროექტი "Peace is Not For Granted" ფარგლებში გაემგზავრება გერმ

bottom of page