XXI საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ კიდე უფრო გაზარდა ინტერესი და მოთხოვნა ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი მრავალ სერვის მოიცავს, რაც ყოველდღიურ გამოყენებაში ბევრ საქმეს უადვილებს ადამინას, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგიწეროთ ესე საკონტროლოსთვის, მოგიძიოთ სანდო და მრავალხრივი ინფორმაცია ამა თუ იმ ფაქტზე, არგუმენტირებულად გირჩიოთ რაიმე და ზოგად კვლევები მოგაწოდოთ ამა თუ იმ საკითხზე.
ხელოვნური ინტელქტის ათვისება ისევე როგროც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც მიმდინარეობას. ხელოვნურ ინტელექტს ვაწყდებით ბიზნესის მართვაში, სახელმწიფო სტრუქუტრებში, სასწავლებლებში სწავლების პროცესის გამარტივების მიზნით და კვლევების ჩასატარებლად.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქვეყნის ინსტიტუტებში სხვადასხვა სახით ვაწყდებით, ხელოვნურ ინტელქტს შეუძლია გარკვეული დაკვირვე მოხადინოს ეკნომიკაზე და კონკრეტულ მომენტში გარკვეული რჩევა მოგვცეს, ასევე მას გამოიყენებენ სასწრაფო დახმარების გამოძახების ხარისხის გაზრდაში.
,,მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ინფორმაცის ცენტრი'' ტაძარში, ბარსელონა, ესპანეთი.
IDFI-მ ჩატარა კვლევა ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება, 54 საჯარო დაწესებულებიდან, გამოითხოვა ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკვშირებით. IDFI-მ საჯარო მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
საშუალებების დასახელება, დანიშნულება, შექმნელი და მომხმარებელი;
აღწერილობა, პარამეტრები, მის მიერ დაყენებული შედეგები და მისი გამოყენება გადაწყვეტიელების მიღების პროცესში
მომხმარებლის სახელმძღვანელო/ინსტრუქცია, აგრეთვე, ტექნიკური სახელმძღვანელო;
პროგრამული საშუალების გამოყენების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
ეთიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვის წესები;
პროგრამის ფუნქციონირების შესახებ ჩატარებული აუდიტის ანგარიში და დასკვნა.
დაწესებულებები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტის შემცველ სისტემებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის მმართველობაში შემავალი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112
საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის ბაზაზე დანერგილია სახელმწიფო სანომრე ნიშნისა და პიროვნების სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა: - სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი პროგრამის მწარმოებელია საერთაშორისო კომპანია „ISS“ - ინტელექტუალური უსაფრთხოების სისტემები, რომელიც აწარმოებს მრავალგვარ ციფრულ პროდუქტებს. ხოლო, სახის ამომცნობი პროგრამის მწარმოებელს წარმოადგენს იაპონური კომპანია - „NEC“. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული ორივე პროგრამა გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ხელშეწყობისთვის. დამატებით აღსანიშნავია, რომ NEC-ის სახის ამომცნობი პროგრამა, POLYFACE-ისგან განსხვავებით, ინტეგრირებულია ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ვიდეო-კამერათა ქსელთან და მოქმედებს რეალურ დროში, აფიქსირებს ვიდეო მასალაზე ასახული პირების ბიომეტრიული მონაცემებს და ახდენს მათ შედარებას ძებნილი პირების მონაცემთა ბაზასთან.
ასევე საქართველოში დამონატაჟებულია ეგრედ წოდებული წკვიანი კამერა, რომლის რაოდენობაც 1745 შეადგენს. ჭკვიანი კამერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (დაფიქსირებული შემთხვევები) ექვემდებარება წინასწარ გადამოწმებას. სხვაგვარად, ხელოვნური ინტელექტის სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტა არის საბოლოო და ექვემდებარება წინასწარ ადამიანურ კონტროლს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იყენებს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების ანალიტიკურ სისტემა Qlik sense-ს. მასში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და ანგარიშგება (მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობა სხვადასხვა ჭრილში სასწავლო წლების მიხედვით, სკოლის მიტოვების მაჩვენებლები, და ა.შ). პროგრამის ოფიციალური ვებგვერდიდან ცნობილია, რომ მას აქვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, მონაცემთა ასოციაციური ანალიზის ფუნქცია, თუმცა უწყებას არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება აღნიშნული ფუნქციის გამოყენება. უწყების ცნობით, შპს ენ ჯი თი გრუპთან გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება მონაცემთა ვიზუალიზაციის, ანალიზისა და ანგარიშგების პროგრამული უზრუნველყოფის თანმდევი მომსახურებით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 80,268.00 ლარს. ამასთან, შპს ენ ჯი თი გრუპთან გაფორმებულია ხელშეკრულება მართვის სისტემის მოხმარებაში არსებული ვიზუალიზაციის, ანალიზისა და ანგარიშგების ანალიტიკური სისტემა Qlik Sense-ის Pro User-ის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებისა და საპროექტო დავალებების დანერგვის სამუშაოების შესყიდვაზე, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 22,390 ლარს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყენებს Microsoft Office 365 კომპლექტს, რომელიც შეიცავს ერთობლივ ინსტრუმენტებს, საოფისე პროგრამულ უზრუნველყოფას და ონლაინ ავტომატიზაციის სერვისებს. სისტემა მოიცავს AI-ზე მომუშავე DLP მოდულს, რომელიც განსაზღვრავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ანაწილებს მას და ახორციელებს დაშიფვრის ზომებს შესაძლო გაჟონვის შემთხვევაში. ის ასევე ავტომატურად ბლოკავს არაავტორიზებული წვდომას და ავტომატიზირებს უსაფრთხოების პროცედურებს.
ავტორი: ლუკა ურუმაშვილი
Comments