top of page

ჯორჯ ორუელი ,,1984“-გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა

Updated: Sep 10


წიგნი,რომელშიც ნათლად ჩანს,თუ რამდენად დიდი ზეგავლენა აქვთ,ე.წ

,,მაღალი თანამდებობის პირებს“-ადამიანებზე.

აქ აღწერილია სამყარო,სადაც ინდივიდუალიზმი,დამოუკიდებელი აზროვნება,თავისუფლება და საკუთარი აზრის გამოხატვა,ყველასთვის სრულიად უცნობ და გაუგებარ საკითხს წარმოადგენს,სადაც 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები,საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად,რადგან თანთადან ყველაფერს გაჯერებენ.აქედან გამომდინარე,ადამიანები კარგავენ ძალას და ისინიც ხდებიან ,,მათნაირები“.


რადგან,არ ყოფნით გამბედაობა,რომ საკუთარი შეხედულება ,მათ აზროვნებას გაუტოლონ და სასწორზე თანაბრად დააყენონ.

პირველ რიგში,მოკლედ გეტყვით,ჯორჯ ორუელის წერის სტილის შესახებ,რისი საშუალებითაც,პირდაპირ გავავლებთ პარარელს დღევანდელ და ზოგადად მუდმივ რეალობაზე.


ის წერს სიმართლეს,წიგნებს,რომლებშიც არ არსებობს წარსული,აწყმო და მომავალი,აქ ყველა საკითხი ,ყველა დროს მოიცავს ,ყველა სტერეოტიპი მუდმივია,სამარადისოა,სწორედ ამიტომ,შეგვეძლება დავუკავშიროთ ეს საკითხი,21-ე საუკუნეს.ორუელის მიერ დასმული პრობლემები ყოველთვის აქტუალური იქნება, ადამიანი არ იცვლება და იმიტომ. უბრალოდ ფორმას იცვლის. ქცევები დეფორმირდება და სხვა მხრიდან ვლინდება, ძირი იგივე რჩება..წარსული გამუდმებით იცვლება, დოკუმენტები არ არსებობს, და ვერაფრით ამტკიცებ, რომ თუნდაც 2+2=4. გაჯერებენ, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად ცხოვრობ,თუმცა ეს ყველაფერი ფუჭია,რადგან მათ ასე სურთ,სურთ დაგაჯერონ,რომ სამყარო სადაც ცხოვრობ იდეალური,უნაკლო და საუცხოოა,თუმცა მაინც ხვდები,რომ რაღაც რიგზე ვერაა,რომ შენ არავინ გისმენს,ან გისმენს,მაგრამ სამყაროში არაფერი არ იცვლება და გიჩნდება კითხვა,,,ვარ თავისუფალი“?,,არის ქვეყანა სადაც ვცხოვრობ თავისუფალი“?თუმცა ამ კითხვებზე პასუხს არავინ არ გცემს.,1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან .ხალხი რომ ერთიანი

მასაა და ინდივიდი, როგორც ასეთი, არავის სჭირდება, ყველა აბზაციდან ჩანს „ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის, პარტია უკვდავია.წიგნის მთავარი პერსონაჟი,უინსტონიც სწორედ ამ სამყაროში ცხოვრობს,მას უბრალოდ გონია,რომ თავისუფალია,მაგრამ ამის არ სჯერა,რაც სრულიად ბუნებრივია.


პარტია მართავს ხალხს,პარტია უკვდავია,,,დიდი ძმა“მთავარი პირია,რომელიც წიგნში კიდევ უფრო ამყარებს იმ არგუმენტს,რომ ერთ ადამიანს,გამომდინარე მისი ძალაუფლებიდან და თანამდებობიდან,შეუძლია ხალხის მართვა,თავისდა სასიკეთოდ,თუმცა ამას ადამიანები ვერ ხვდებიან.დიდი ძმა არის ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის „1984“ პერსონაჟი, ოკეანიისა და ინგსოტების პარტიის მარადიული ლიდერი. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოკეანიის ისტორია მთლიანად გადაიწერა, დიდი ძმა გახდა მისი მთავარი გმირი, პარტიის ერთადერთი ლიდერი რევოლუციამდელი დროიდან. იმდროინდელი მოვლენების სხვა მნიშვნელოვანი მონაწილეები წაიშალა მეხსიერებიდან. წიგნში დიდი ძმა წარმოდგენილია დაახლოებით 45 წლის შავი ულვაშიანი მამაკაცის სახით.


ამის შემდეგ გაჩნდა ფენომენი,,დიდი ძმა გიყურებს“-ანუ საბჭოთა კავშირის დროინდელი (და არამარტო საბთოჭა კავშირის ),პარტია აკონტროლებს ადამიანს,რომელსაც თავი დამოუკიდებელი ჰგონია.ეს ინდივიდისთვის გაუგებარია,თუმცა ჭეშმარიტია,რომ თავისუფალი არ ხარ,რადგან პარტია ასე თვლის საჭიროდ.


ხალხი მათთვის უბრალო მასაა,ნუ გგონიათ ,რომ ეს ყველაფერი ,,მხოლოდ“ 1984წლის შესახებ გვითხრობს,სანამ არ იარსებებს დამოუკიდებელი აზროვნება და თავისუფლება,იარსებებს 1984წელიც.თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

ავტორი: მარიამ სოსელია


45 views
bottom of page