10 აპრილს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. ღონისძიების საშუალებით,მსმენელებს კიდევ ერთხელ უჩვენეს და დაანახეს,თუ რა მოხდა 1989წლის 9აპრილს, რომელიც ისტორიას შემორჩა,როგორც თავისუფლების აღდგენის დღე.ღონისძიება ორ ნაწილად იყო გაყოფილი,პირველ ნაწილში მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით მიმოიხილეს 9აპრილის პერიოდი,გააცნეს მსმენელს ის ეტაპები და სირთულეები რომლებიც ამ თარიღს ახლდა თან.მეორე ნაწილი კი დაეთმო ლექსების წაკითხვას,ცეკვასა და მუსიკალურ გაფორმებას. სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, ღონისძიების ორგანიზატორი და სამოქალაქო განათლების კლუბ ,,საფიხვნოს"დამაარსებელი,მარიამ ბერია საუბრობს: ,,9 აპრილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს არის დღე, რომელმაც გზა გაუკვლია თავისუფლებას.სისხლიანი 9აპრილი ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიის და ამავე დროს თავისუფლების აღდგენის დღედ.მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ,თუ რა დატვირთვა აქვს ჩვენთვის ამ დღეს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო განათლების კლუბ,,საფიხვნოს" ინიციატივით შევძელით ღონისძიების დაგეგმვა,რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ეტაპები რაც 9აპრილს უძღვოდა წინ. მეორე ნაწილში კი 9აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სასკოლო საზოგადოების წინაშე." წარმოდგენის ერთ-ერთი მონაწილე ლიზი გიორგაძე ამბობს: ,,ღონისძიების მთავარი მიზანი იყო რომ საზოგადოებისთვის გაგვეცნო 9 აპრილის ტრაგედია. ჩემი აზრით,იმ ნომრებით რომლებიც ღონისძიებაზე გვქონდა წარდგენილი, მაყურებელს დავანახეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის დიდი ტკივილი. ყველა სიტყვაში იყო ჩადებული რაღაც აზრი,რაც ჩემი აზრით მაყურებელთა უმეტესი ნაწილისთვის გასაგები იყო , ამიტომ ვფიქრობ, რომ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ზუსტად მიხვდა ჩვენს სათქმელს და მიზანს ,თუ რატომ გადავწყვიტეთ ამ წარმოდგენის დადგმა." ამ წარმოდგენაში,მონაწილეობას, კაზრეთის N1საჯარო სკოლის, სხვადახვა კლასის მოსწავლეები იღებდნენ. ღონისძიებასთან დაკავშირებით ასევე საუბრობს IXკლასის მოსწავლე,ნანი გოჩაძე: ,,სკოლის სახელით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება უახლესი წარსულის მიმართ, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და საბოლოო ჯამში, სრულყოფილი ღონისძიება გამოვიდა, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს ეძღვნებოდათ".
ავტორი:მარიამ სოსელია
ფოტო:ანა სიმონიშვილი