13 ოქტომბერს ბოლნისში, ძველ გერმანულ ქუჩაზე, ფესტივალი ,,ღვინის დღეები“ ჩატარდა. 17 საათიდან, გერმანულ ქუჩაზე წარმოდგენილი იყო უამრავი ქართული კულტურული სტენდი. საზოგადოებისთვის იყო ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და ბავშვებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი, გასართობი კუთხე. ფესტივალის სტუმრებს ქონდათ საშუალება არაერთი სახეობის ღვინის დაეგემოვნებინათ. აუდიტორიასთან ერთად, ფესტივალს ბოლნისის მაჟორიტატი გოგი მეშველიანიც შეუერთდა. ასევე საპატიო სტუმარი იყო ბოლნისის მერი, ბატონი დავით შერაზადაშვილი. მათთან ერთად კი იმყოფებოდა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილიც. გაიმართა უამრავი მასტერკლასი, რომლის მაყურებელი ყველანაირი ასაკის პირი იყო. ფესტივალი ყველაზე საინტერესოდ დასრულდა. ის დააგვირგვინა ანსამბლ ,,ალილომ", ასევე ბენდ ,,1/4-მა" და ლინდა ადამიამ, რომლებმაც იქ მყოფ ხალხს კიდევ ერთი დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღე აჩუქეს.
,,13 ოქტომბერი ჩემს გონებაში დაუვიწყარ დღედ ჩაინიშნა. მიყვარს მსგავსი ღონისძიებები და არასდროს არ ვტოვებ, არც ეს იყო გამონაკლისი. სხვას არც არაფერს ველოდი, ვიცოდი, რომ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ დროს გავატარებდი და არც შევმცდარვარ. ყველას განწყობა აგვიმაღლა და ბედნიერებით აგვავსო. დღის საუკეთესო ნაწილი ალბათ მაინც ბენდი ,,1/4-ის" კონცერტი იყო. დაუვიწყარი ემოციები განვიცადე მეგობრებთან ერთად, ასეთი დღეები კიდევ ბევრი გვინდა. მადლობა იმ ადამიანებს,ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასეთი დღე მოგვიწყო, რომელიც ჩემ გონებიდან წაუშლელ, დაუვიწყარ დღედ იქცა! "
- საუბრობს ანა აზარაშვილი დღესასწაულის შესახებ.
ავტორი: ანი მუსხელიშვილი
Comentarios