top of page

14 წლის მოზარდი გოგონა ქმარმა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მახვერპლი დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ და იძულებით ქორწინებაში 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ახლობლებისგან მიღებული ინფორმაციით, ეჭვმინანლის ბიძა შვილის ქორწილის მზადებაში იყო. ქმარმა არასრულწლოვანს ამ დროს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, გოგონა კი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არის გავრცელებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაშიც მოიაზრება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა.

ავტორი: ლიზი გიორგაძე



7 views

Comments


bottom of page