19 თებერვალს მოხერხდა კაზრეთის კულტურის სახლში ფილმის გაშვება
Updated: Mar 1
19 თებერვალს ბოლნისის ახალგაზრდული იდეისა და კაზრეთის ახალგაზრდული სათემო ცენტრის თანამშრომლობით მოხერხდა კაზრეთის კულტურის სახლში ფილმის გაშვება.
ახალგაზრდული იდეის წევრი ლუკა ურუმაშვილი უფრო კარგად გაგვარკვევს დღევანდელ დღეს გამართულ აქტივობაზე:
„ჩვენ ვართ ბოლნისის ახალგაზრდული იდეის წევრები. ბოლნისის კულტურის სახლთან თანამშრომლობით კაზრეთის კულტურის სახლში დღეს მიმდინარეობს ფილმის ჩვენება. ბოლნისის ახალგაზრდული იდეა არის ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შიგადაშის ატარებს აქტივობებს. დღეს კაზრეთში ფილმის გაშვების მიზეზი არის ახალგაზრედების, მეტი ჩართულობა და კაზრეთის გახალისება.''
ერთ - ერთი ახალგაზრდა, დათო დოლიძე, რომელიც ფილმს დაესწრო თავის
შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„ ფილმი ძალიან მომეწონა, კმაყოფილი
დავრჩი. თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს განხორციელდა კინოჩვენება და ვფიქრობ ქველოქმედებასთან ერთად კაზრეთის მოსახლეობაც გახალისდა.“
თამუნა მარგიანი, რომელიც ბოლნისიდან ჩამოვიდა და ახაგაზრდული იდეის წევრია გვიყვება თავის გამოცდილებას:

„ბოლნისშიც ხშირად ტარდება ასეთი აქტივობები, განსაკუთრებით ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ხშირი არის ფილმის ჩვენებები, სხვადსხვა აქტივობები. ახალგაზრებისთვის ეს გახლავთ შესაძლებლობა სადაც საშუალება აქვთ შეიკრიბონ , დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ა.შ.''
ავტორი: ანანო ავქოფაშვილი
ფოტო: მარიამ მენაბდე