3 თებერვალს, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავერებულებს: მაგდა ქოჩორაძეს, ანი მუსხელიშვილს, მარიამ ასრათაშვილს და ანა მაისურაძეს გადაეცათ ოქროს და ვერცხლის მედლები საშუალო საფეხურის წარჩინებით დამთავრების გამო.
,, ჩემთვის სწავლის მოტივაცია ყოველთვის იყო მომავლის მიზნები და ოცნებები. ყოველთვის ვოცნებობდი მედიცინის მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და რომ არა დიდი მონდომება ამას ვერ შევძლებდი, ამიტომ ვცდილობდი ჩემი ოცნება რეალურ მიზნად მექცია
და მივყოლოდი მას. ეს მე უდიდეს მოტივაციას მაძლევდა. Სკოლის მოსწავლეებს ვურჩევდი, დაისახონ რეალური მიზანი, დაფიქრდნენ რეალურად რა სურთ, სად ხედავენ საკუთარ თავს, ხოლო შემდეგ დაუნებებლად მიჰყვნენ თავიანთ მიზნებს. მაქსიმალურად გამოიყენონ დრო იმ მნიშვნელოვანი უნარებისთვის, რაც სწავლის პროცესში გამომუშავდება. მნიშვნელოვანია მიიღონ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლება, რაც დაეხმარებათ იმ კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში, რაც რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის.’’-ამბობს მაგდა ქოჩორაძე . ავტორი: ნანი გოჩაძე
Comments