top of page

26 იანვარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 26 იანვარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი.

სხდომაზე განხილული იყო სამი საკითხი.

1. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;“

2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;“

3. „2023 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერიის)

ყოველთვიური საწვავის ლიმიტის და ყოველთვიური სასაუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;“


სამივე საკითხზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

ინფორმაციას ავრცელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი.

ავტორი: ლუკა ურუმაშვილი

14 views

コメント


bottom of page