top of page

6 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი.



სხდომაზე განხილული იყო ექვსი საკითხი.

1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;“

3. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

4. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

5. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა რაოდენობის და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმების შესახებ“

6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში არსებულ ოთხ უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებისათვის უძრავი ქონების სოფელ ბალიჭის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ცნობის გაცემის შესახებ.

წყარო: ბოლნისი მუნიციპალიტეტის საკრებულო

ავტორი: ლუკა ურუმაშვილი

10 views

Commenti


bottom of page