top of page

Erasmus+ პროექტები და ჩემი გამოცდილება...

Updated: Apr 21




რას ნიშნავს ტერმინი Erasmus?

ტერმინი “European Community Action Scheme for the Mobility of University Students” ,რაც ქართულად ნიშნავს “ევროპული საზოგადოების სამოქმედო პროგრამა უნივერსიტეტის სტუდენტების მობილობისთვის” , რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე სქემას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, ის 2014 წლის იანვარში დაიწყო. Erasmus ადრე მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა უკვე საშუალო სკოლის მოსწავლებისთვისაც.




სწორედ ამ შესაძლებლობის ფარლგებში 17 წლის ასაკში შემარჩიეს ჩემს პირველ Exchange projet "stronger together" (გაცვლით პროგრამაზე), რომელიც ეხებოდა ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, ევროპის პოლტიკას, ზოგადად პოლიტიკას და დემოკრატიას, კულტურის გაცვლას და ერთობლივ მუშაობას. როგორც ყველა სხვა მონაწილეს, მეც ვნერვიულობდი ჩემს პირველ პროექტზე. გარკვეული ბარიერები, რომელის გადალახვაც თავიდან რთულია, რასაც ემატება ენის კონპლექსი. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რამდენად ჩავარდნილი განათლების სისტემა გვაქვს, რადგან ერასმუსი მაგალითია სახალისო და მარტივი განათლების. გაკვირვეული ვიყავი ევროპელი ხალხის მაღალი პასუხისმგებლობით, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ და ყოველთვის მთელი ენერგით აქტიურობდნენ. უცხოელი მონაწილეთა უმეტესობის პროფესიული სფერო არ იყო პოლიტიკური, მაგრამ ისინი საკმაო განათლებას ფლობდნენ, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პოლიტიკაში. მათ მაღალ დონეზე აქვთ გააზრებული მოქალაქეობრივი ვალდებულება.




ჩემი მეორე პროექტი "Participation in democratic life" იყო პოლონეთში, რომელი დემოკრატიულ ცხოვრებას ეხებოდა. ერასმუს მეშვეობით პირველად ჩემს ცხოვრებაში გავემზავრე უცხოეთში. უნდა ვაღიარო პოლონეთმა მოლოდინს გადაჭარბა, რადგან კორუმპირებული ქვეყნის სახელით ვიცნობდი. ყველაფრის მიუხედავა იგი საქართველოზე ბევრად განვითარებული სახელმწიფოა. ქვეყანას ეტყობოდა, როგორც პოსტსაბჭობა, ისე ევროკავშირის წევრობა. ერთი თვალის შეხედვით გარჩევდი, თუ რომელი შენობა რომელ პერიოდში აშენდა. პოლონეთი კარგი მაგალითია საბჭოთა ცხოვრების დონისა და ევროკავშირის შესადარებლად. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, თუ რა მინდა ჩემი ქვეყნისთვის... პოლონეთში ასევე ვიგრძენი ის დიდი პრობლემა, რასაც ემიგრაცია ქვია, რადგან ძალიან ბევრი ქართველი შემხვდა.






პროექტი "peace is not for granted" იყო გერმანიაში, სტერეოტიპებსა და დისკრიმინაცის შესახებ. პროექტი ეხებოდა მშვიდობას, დისკრიმინაციას, სტერეოტიპებს და სხვა სამოქალაქო საკითხევბს. გერმანია ძალიან ლიბერალური ქვეყანა, რასაც ჩასვლისთანავე შეატყობთ. ადამინები განსხვავებული კანის ფერით, განსხვავებული იდეებით, განსხვავებული ინტერესებით, მაგრამ ერთი მიზნით, რომ ააშენონ ერთი ძლიერი სახელმწიფო. საერთოდ, გერმანია მემარცხენე სახელმწიფოა და სახელმწიფო სერვისების ღირებულება მაღალია. მაღალი ინფრასტრუქტურა და შესანიშნავი გარემო..... სამოთხეა.


ევროკავშირი უამრავ შესაძლებლობას იძლევა და საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება ქვეყნის ღალატის მეტი არაფერია....

ავტორი: ლუკა ურუმაშვილი

58 views

Commentaires


bottom of page